GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ყოფილ თანამდებობის პირებს დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდებათ
10:36 13.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, გათავისუფლების ან უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ერთი წლის განმავლობაში, თანამდებობის პირებს, შესაძლოა დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდეთ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა.

ბრძანებულების მიხედვით, პრეზიდენტსა და მის მეუღლეს დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება სამუდამოდ უნარჩუნდებათ.

ასევე, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი არ გამოიყენება კერძო მიზნით მგზავრობისათვის.

დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება შესაძლოა შენარჩუნდეთ პირებს, რომლებიც არიან: პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მდივნის მოადგილეები, მინისტრები და სახელმწიფო მინისტრები, გენერალური პროკურორი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები, პრეზიდენტის მრჩევლები, თანაშემწეები, პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები, ამავე სამსახურის მთავარი კონსულტანტები და კონსულტანტები.

ასევე მთავრობის კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილეები, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის მთავარი და წამყვანი სპეციალისტები, პარლამენტის აპარატის უფროსი და მისი მოადგილეები, პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უშიშროების, ევროინტეგრაციის კომიტეტების აპარატის უფროსები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები, გენერალური პროკურორის მოადგილეები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები, თბილისის მერი, პრემიერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, სამინისტროსა და უცხოეთის ქვეყნებში არსებული მის დაწესებულებების დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფ თანამშრომლები, საპატიო კონსულები, სამხედრო მისიათა მეთაურები და სხვა თანამდებობის პირები.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უსუფაშვილი: ყველა პროცედურული საკითხის ჩამოყალიბება დაგეგმილზე 10 დღით ადრე მოხდება1
მატვიენკო: ცვლილებები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს გააუმჯობესებს2
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო არ იყიდება3
სიმსუქნე შესაძლოა მკერდის კიბოს გამომწვევი ფაქტორი გახდეს4
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X