GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთი საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას კვლავ აპროტესტებს
12:47 13.10.2012
დღის სიახლეები

ნატოს სწრაფვა, გააფართოვოს თავისი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, კერძოდ, ალიანსის მოძრაობა საქართველოსკენ - კონტრპროდუქტიულია - განაცხადა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ ტელეკომპანია RT-სთან ინტერვიუში.

„მე არ შემიძლია პასუხი გაგცეთ ნატოელების ნაცვლად, მე უბრალოდ მესმის განცხადებები, რასაც ისინი აკეთებენ. ისინი ამბობენ, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის დახურული არ არის. ეს არის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ОДКБ-ს  ყველა სახელმწიფოს პოზიცია, რომ ნებისმიერი მექანიკური გაფართოება სამხედრო-პოლიტიკური ბლოკისა, ეწინააღმდეგება იმ შეთანხმებებს, რომლებიც 90-იან წლებში ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით არსებობდა,“ - განაცხადა ბორდიუჟამ.

მან საქართველოს საზღვრების „პრობლემაზეც“ ისაუბრა და ასეთი რამ განაცხადა:
„ამიტომაც, ჩემი აზრით, ასეთი მოძრაობა საქართველოს მიმართულებით, კიდევ უფრო აძლიერებს ნეგატიურ ტენდენციებს მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცის სიტუაციაში“.

ამასთან, ბორდიუჟამ ყურადღება გაამახვილა ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების ირგვლივ ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის ფორმირებაზე - უპირველეს ყოვლისა, რუსეთისა და ბელორუსის სიახლოვეს.

როგორც მან განმარტა, მოსკოვს აწუხებს „ბულგარეთსა და რუმინეთში მოწინავე ბაზების შექმნა, ასევე ანტისარაკეტო თავდაცვის წერტილების შექმნა, საქართველოს ინტენსიური შეიარაღება და სხვა ბევრი რამ“.

„ნებისმიერი ინფრასტრუქტურა რაღაც ამოცანისთვის იქმნება. თუ ეს სამხედრო ინფრასტრუქტურაა, მაშასადამე, არსებობს სამხედრო ამოცანა. რომელ ქვეყნებთან მიმართებაში? რისთვის იხარჯება ასობით მილიონი დოლარი ახალი ობიექტების შესაქმნელად, მათ შორის, სარადარო მოწყობილობებისთვის? ჩვენ გვეუბნებიან, რომ ირანის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ეს ასე არაა,“ - აღნიშნა ბორდიუჟამ და დასძინა, რომ ნებისმიერმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ადექვატური ზომები წარმოქმნილი საფრთხეების ნეიტრალიზებისათვის.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სკანდალურმა საგაზეთო პუბლიკაციამ გამოცემის რედაქტორი შეიწირა1
იდუმალ მტაცებელ ცხოველზე ნადირობაა გამოცხადებული2
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები ფასდაკლებით ისარგებლებენ3
„საქართველოს ბანკი“: “ოლიმპიური ვარსკვლავი” გამოყოფილ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა4
დავით ბაქრაძე ხონს ესტუმრება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X