GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ევროპელმა კოლეგებმა გრიგოლ ვაშაძეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს
15:46 16.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა  ორმხრივი შეხვედრა უკვე გამართა, ლუქსემბურგელ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ასელბორნთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე ისაუბრეს. აღინიშნა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მაღალი დონე და მისი მნიშვნელობა.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მიერ, ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები და ხაზი გაუსვეს ამ პროცესის განგრძობითობის აუცილებლობას. ამასთან, საუბარი შეეხო ორმხრივი პარტნიორული და საერთაშორისო დონის მნიშვნელოვან საკითხებს.

შეხვედრის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ.

ასევე, გრიგოლ ვაშაძემ  ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა ესპანეთის, რუმინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს; ხაზი გაესვა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მაღალ დონესა და მის მნიშვნელობას.

„ევროპელი მინისტრები დაინტერესდნენ ხელისუფლების გადაბარების პროცესის მიმდინარეობითა და საქართველოს შემდგომი საგარეო პოლიტიკური კურსით. აღინიშნა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროპის ქვეყნების ცალსახა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკისადმი“,- ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპელმა კოლეგებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს, აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილის შეფასებით, დევნილთა შეჭრის საკითხი რაღაც ჯგუფის მიერ ორგანიზებულს ჰგავს1
აღსრულების ბიურო შპს "ბურჯში" ახალი მესაკუთრისთვის ფართის გამოთავისუფლებას ახორციელებს2
90 წლის მამაკაცმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა (VIDEO)3
მიხეილ სააკაშვილი: მომავალ წლებში ყურძნის ჩაბარების პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება4
წნორში გაზის აფეთქებისას ცოლ-ქმარი დაიწვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X