GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სეულში, ბირთვულ სამიტზე, მიხეილ სააკაშვილი ხვალ სიტყვით გამოვა
11:52 26.03.2012
დღის სიახლეები

სამხრეთ კორეაში, დღეს, ოფიციალურად იხსნება ბირთვული სამიტი, რომელსაც 54 ქვეყნიდან მიწვეული დელეგატი დაესწრება. მათ შორისაა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

სეულში დაგეგმილ სამიტზე, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი, რომელსაც მსოფლიო საზოგადოება ხვალ მოისმენს.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, მთავარი განსახილველი საკითხი ბირთვული მასალების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები იქნება. სამიტის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ ირანის თემაზეც.

თეთრი სახლის ლიდერი ბარაკ ობამა უკვე გამოვიდა სიტყვით ჰანკუკის უნივერსიტეტში, სადაც საქართველო რადიაქტიული ნივთიერებების წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს შორის დაასახელა.

სამიტს დაესწრებიან ავსტრალიის პრემიერი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ბელგიის პრემიერი, იორდანიის მეფე, კანადის პრემიერი, ჩინეთის პრეზიდენტი, ჩეხეთის პრემიერი, დანიის მთავრობის ხელმძღვანელი, უნგრეთის პრეზიდენტი, იტალიისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრები.

სეულში მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ბირთვული იარაღისაგან თავისუფალი მსოფლიოს შესახებ საკუთარ შეხედულებაზე უკვე ისაუბრა და ირანსა და ჩრდილოეთ კორეას ბირთვულ პროგრამებზე მუშაობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საერთაშორისო საზოგადოებისაგან მკაცრ ნაბიჯებს უნდა ელოდნენ.

სამხრეთ კორეაში, ჰანკუკის უნივერსიტეტეში გამოსვლისას, მან ჩრდილოეთ კორეა გააფრთხილა, რომ თუ ეცდება შორი მოქმედების რადიუსის რაკეტის გამოცდას, მაშინ ის მეტ იზოლაციას უნდა ელოდოს.

ობამას განცხადებით, დაწესებულმა სანქციებმა ირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა „შეანელა", ირანმა კი სერიოზულად უნდა იმოქმედოს და საკუთარი მოვალეობები შეასრულოს.

ჩრდილოეთ კორეის შესახებ საუბრისას კი ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკას ამ ქვეყნის მისამართით მტრული დამოკიდებულება არ გააჩნია. თუმცა, ფხენიანმა უნდა გააცნობიეროს წლების გამოცდილება და მიხვდეს, რომ დაწესებული სანქციების დროს არსებული ბირთვული სტრატეგია ვერ მუშაობს.

ობამამ ჩრდილოეთ კორეელებს მიანიშნა, რომ აღებული კურსი და პოლიტიკური გზა მათ დამსხვრეულ ოცნებამდე მიიყვანს და უფრო მეტ იზოლაციაში მოექცევიან.

ობამას მწვავე გამოსვლა იმით იყო განპირობებული, რომ ჩრდილოეთ კორეა აპრილის თვეში ახალ „ექსპერიმენტს" გეგმავს.

ისინი, კიმ ირ სენის ასი წლისთავთან დაკავშირებით, თანამგზავრის გაშვებას გეგმავენ, რომელიც, მათივე მტკიცებით, მშვიდობიან ხასიათს ატარებს.

ამასთან, ფხენიანი ობამას სიტყვით გამოსვლამდე აცხადებდა, რომ თუკი „თეთრი სახლის" ლიდერს ქვეყნის ბირთვული პროგრამის შესახებ რაიმე ტიპის კრიტიკული გამონათქვამები ექნებოდა, ისინი ამას „ომის გამოცხადებად" აღიქვამდნენ.

სეულში, სამიტთან დაკავშირებით, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 4 000-მდე ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენელი აშუქებს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გავრცელებული ინფორმაციით რუსეთში საქართველოს ელჩი შესაძლოა თინა კანდელაკი გახდეს1
ვაკო ავალიანი: დაინიშნება ბატონი ირაკლი მინისტრად და გაიგებთ ვიქნები თუ არა მისი მოადგილე2
თემო მჟავია და დათო გოგიშვილი ავარიაში მოყვნენ3
შს სამინისტრომ მამუკა ჯანანაშვილის სახლიდან ტყვია-წამალი ამოიღო4
დაჩი ცაგურიას და ბექა ალადაშვილს 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X