GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ივანიშვილი, დარახველიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
17:27 20.10.2012
დღის სიახლეები

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს დავით დარახველიძესთან ერთად არასამთავრობოების დისკუსიაში ჩაერთოს.

საქმე ეხება ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, რომლებიც ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატის გადახედვას ითხოვენ.

„ჩემს მიერ დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატად დავით დარახველიძის წარდგენას არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და საჯარო მოხელეების შერჩევისა და წარდგენისას მეტი სიფრთხილისა და პრინციპულობის გამოჩენისკენ მოგვიწოდეს.

მინდა გამოვეხმაურო იმ ინტერესს, რომელიც საზოგადოებამ გამოიჩინა ახალი მთავრობის წევრთა დანიშვნასთან დაკავშირებით და აღვნიშნო, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი, რისი გამოცდილებაც ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, აქამდე არ ჰქონია.

მე მივესალმები ამ გამოხმაურებას და ტენდენციას, რადგან ჩვენს ქვეყანაში ამდენ ხანს ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის იგნორირებული იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წინადადებები და შენიშვნები.

მე, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მზად ვარ შევხვდე და ვითანამშრომლო ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე საკუთარი პოზიცია გამოეთქვა მთავრობის წევრთა დანიშვნასთან დაკავშირებით.

ასევე უპრეცედენტოა შემთხვევა, როდესაც მინისტრობის კანდიდატი საჯაროდ, ტელევიზიით პასუხობს არასამთავრობოთა იმ შეკითხვებს, რომლებიც მათ გაუჩნდათ დავით დარახველიძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის დროს გაკეთებულ ზოგიერთ გამონათქვამთან დაკავშირებით.

აქვე მინდა განვაცხადო, რომ თუ გუშინდელი სატელევიზიო ეთერის შემდეგაც არასამთავრობო სექტორისთვის არასაკმარისი აღმოჩნდება დავით დარახველიძის განმარტებები, მე მზად ვარ მინისტრობის კანდიდატთან ერთად აღნიშნულ საკითხზე, დისკუსია გავმართო არასამთავრობო სექტორთან და მოვისმინო მათი შეხედულებები და წინადადებები", - აღნიშნულია განცხადებაში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნარმანია: დაზიანებულმა, დაავადებულმა ხეებმა შემდგომ სხვა ჯანსაღი ხეები არ დააზიანოს1
სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების #5-ე ქალთა საპატიმრო დაწესებულება მოინახულა2
კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს3
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადება4
უბედური შემთხვევის შედეგად 39 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X