GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომის შესახებ
17:31 20.10.2012
დღის სიახლეები
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 19 ოქტომბერს, ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის მე-12 სხდომა, რომელსაც ქართული მხრიდან თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი სერგი კაპანაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველი დირექტორის მოადგილე გუნარ ვიგანდი. 

ასევე, სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს შესაბამისი უწყებების, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლები. თანამშრომლობის კომიტეტის სხდომას ესწრებოდა კოალიცია „ქართული ოცნების" წარმომადგენელი დავით ზალკალიანი.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ფართო სპექტრი; კერძოდ, სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და "აღმოსავლეთპარტნიორობის", როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე; ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩათვლით, მიმდინარე მოლაპარაკებებზე; მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე, რომლის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესზე.

შეხვედრისას, მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს, ასევე, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. სხდომაზე განხილულ იქნა კონფლიქტის გადაწყვეტასთან დაკავშირებული თემატიკა და ქვეყანაში კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა. 

ევროკავშირის მხარე კიდევ ერთხელ მიესალმა საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კონსოლიდაციის გზაზე, და გამოთქვა მზაობა თანამშრომლობის შემდომი გაღრმავებისათვის.

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტი წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის შუალედურ რგოლს. თანამშრომლობის კომიტეტი იკრიბება წელიწადში ერთხელ მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეების დონეზე (ქართული მხრიდან დელეგაციას, როგორც წესი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს).

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მატარებელმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა1
გერმანიაში დაჭრილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს ჯერ კიდევ ვერ უკავშირდებიან2
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება3
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?4
ვინ ფიგურირებს პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ მასალებში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X