GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გაბაშვილი: მორალი იმ ადამიანებმა არ უნდა გვიკითხონ, რომლებიც ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ჟირინოვსკისთან დარბოდნენ
15:04 25.10.2012
დღის სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ უმცირესობას მორალი იმ პირებმა არ უნდა უკითხონ, რომლებიც ქვეყნის პირველ პირს რუსეთთან ომის დაწყებაში ადანაშაულებდნენ.

როგორც გაბაშვილმა აღნიშნა, მორალზე საუბრის უფლება არც იმ პარლამენტარებს აქვთ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ჟირინოვსკისთან გადიოდნენ კონსულტაციებს.

უმცირესობის წევრმა უმრავლესობას ურჩია კონკრეტული დაპირებების შესრულებაზე იზრუნონ.  

„უმრავლესობაში არიან ძალები, რომლებიც თვლიან, რომ  ნატოსკენ სწრაფვამ დაღუპა საქართველო. არიან ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთბენ. დღეს კი თქვენ კოლექტიური პროკურორების სახით მოგვევლინეთ და მაღალი ტრიბუნიდან ტალახს გვესვრით. თქვენი მიზანია ბოლო  8 წელი შავად წარმოაჩინოთ. სამწუხაროა, რომ უმრავლესობაში  პოზიტიური პროგრამა არ არსებობს“,- განაცხადა გაბაშვილმა და იქვე დასძინა რომ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, მათ გუნდს დროში გაწერილი პროგრამა ჰქონდა.

„ჩვენ დროში გაწერილი პროგრამა გვქონდა. შეცდომებიც იყო, ამიტომაც არ დაგვიჭირა მხარი მოსახლეობის ნაწილმა. თუმცა ჩვენ პარლამენტში ოპოზიციის ფუნქციას შევასრულებთ და გავაკონტროლებთ მთავრობას, პრემიერს და პარლამენტს“,- დასძინა უმცირესობის წევრმა.

საუბრის ბოლოს გაბაშვილმა ოპინენტებს ურჩია ცილისწამებას თავი დაანებონ და თუ რამე კომპრომატი გააჩნიათ, პოლიციასა და პროკურატურას მიმართონ.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გაბაშვილი: მორალი იმ ადამიანებმა არ უნდა გვიკითხონ, რომლებიც ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ჟირინოვსკისთან დარბოდნენ1
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივი ზუგდიდშიც მიაგეს2
თურქეთი სომხეთში მეწამორის ატომური სადგურის დახურვას მოითხოვს3
საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომელთა გადამზადება გრძელდება4
რუსეთიდან მოლდოველ მიგრანტებს გააძევებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X