GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბიძინა ივანიშვილი: პრივილეგიებით ვერავინ ისარგებლებს
16:03 25.10.2012
დღის სიახლეები

„ჩვენი გუნდი შესანიშნავი სასტარტო პირობებით მოდის ხელისუფლებაში. ჩვენს გუნდს აღარ აქვს უპატიებელი შეცდომების დაშვების უფლება, ჩვენი ქვეყანა ამას ვეღარ გაუძლებს“,- ამის შესახებ განცხადება ივანიშვილმა, პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, მთავრობის თითოეული წევრი პარლამენტთან იქნება ანგარიშვალდებული.

„დღეს, მთელს ჩვენს გუნდს ეძლევა უნიკალური  შანსი, რომ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს და გარდამტეხ ეტაპზე, პატიოსანი  შრომით და თავდადებით ემსახუროს თავის სამშობლოს და  ხალხს. ჩემს მიერ წარმოდგენილ მთავრობას კარგად აქვს გაცნობიერებული ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მას დაეკისრება ქვეყნისა და ხალხის წინაშე“,- განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ვერც ერთი მინისტრი ვერანაირი პრივილეგიით ვერ ისარგებლებს.

„მე გაძლევთ პირობას, რომ მთავრობის ნებისმიერი წევრისთვის მინიტრობა იქნება უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა. ჩვენ არ დავუშვებთ, იმას, რომ ვინმე თავისი თანამდებობითა და ძალაუფლებით ტკბობას მიეცეს. არ დავუშვებთ არც ერთ გადაცდომას და გამორიცხული იქნება პრინციპი „ჯერ ვაცადოთ“. ჩვენ ვერავის ვერ დავაცდით, ამის ფუფუნება ჩვენს ქვეყანას აღარ აქვს. ჩვენ მაშინვე მოვახდენთ რეაქციას თითოეული მინისტრის გადაცდომაზე, თუ ასეთი შემთხვევა იქნება და ვერავინ ისარგებლებს რამენაირი პრივილეგიით“,- განაცხადა ივანიშვილმა.

 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რიჩარდ ნორლანდი: საქართველომ დემოკრატიის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა1
"საუკუნის ქურდობაში" ბრალდებულთა საქმის განხილვა განახლდება2
გოგა ხაინდრავას განმეორებით დაკითხავენ3
საქართველოს პატრიარქი თბილისს აკურთხებს4
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X