GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით ბერძენიშვილი: წინა ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში უპრინციპო და არაკორექტული იყო
16:23 25.10.2012
დღის სიახლეები

ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში უპრინციპო და არაკორექტული იყო.

როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბერძენიშვილმა განმარტა, "ქართული ოცნების" პოლიტიკა ჩრდილოელი მეზობლის მიმართ  პრინციპული და კორექტული იქნება.

„მოსკოვთან ფლირტის და ბუზღუნის მონაცვლეობა იყო შევარდნაძე-სააკაშვილის გზა.  სწორედ სააკაშვილმა ჩახედა პუტინს თვალებში და დითირამბები უძღვნა მას ხელისუფლებაში მოსვლისთანავე.  ჩვენ არ გვაწუხებს კომპლექსები რუსეთთან მიმართებაში. ამიტომაც ვაპირებთ ჩვენ ამაყად ძალიან რთულ მეზობელთან ურთიერთობების დალაგებას. თქვენ ზურგით იდექით აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ მათთან ვმუშაობდით ომამდე, ომის დროს, ომის შემდეგაც. თქვენმა გაუთვლელმა ნაბიჯებმა ხელი შეუწყო რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიტაცებას", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა რუსეთ-საქართველოს ომის თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა.

მისი თქმით, კოალიციის წევრებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს  უთქვამთ, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს დელეგაცია გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით უკრაინაში იმყოფება1
ბათუმში საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი გაიხსნება2
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 30 ოქტომბრისთვის3
მერაბიშვილი: ფულს სუნი არ უდის და ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია4
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X