GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჰილარი კლინტონმა მაია ფანჯიკიძე შეერთებულ შტატებში მიიწვია
20:37 03.11.2012
დღის სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. 

ჰილარი კლინტონმა მაია ფანჯიკიძეს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა  მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სატელეფონო საუბრისას, რომელიც ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას; იმსჯელეს ავღანეთში ISAF-ის  სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჰილარი კლინტონმა მაია ფანჯიკიძეს არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვება მიულოცა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2012 წლის ნოემბრის ბოლოს შეერთებულ შტატებში ვიზიტით მიიწვია.   

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჰილარი კლინტონმა მაია ფანჯიკიძე შეერთებულ შტატებში მიიწვია1
გიორგი ფოჩხუას და 6 თებერვალს კონცერტის გამართვას გეგმავს2
სოზარ სუბარი: ამნისტიის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ3
რუსეთი სამხრეთ ოსეთის მთავრობას კონსულტაციების აუცილებლობაში არწმუნებს4
კახი კალაძე კანონიერ ქურდ ნემსიწვერიძეს ივნისში შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X