GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ზოგი სხვა პარტიას უჭერს მხარს, ზოგი სხვას, მაგრამ ყველანი მაინც ცეზარ ჩოჩელს ვემხრობით. მისი იმედი გვაქვს“
19:02 06.09.2016
დღის სიახლეები

 „ბატონ ცეზარს დაეჯერება. პირადი გამოცდილებით ვიცი რომ სიტყვისა და საქმის კაცია. არ ჰგავს იმათ, აი მარტო არჩევნებზე რომ ახსენდები და მაშინ რომ იძლევიან დაპირებებს, როცა შენი ხმა სჭირდება“, - ამბობს წეროვანელი გლეხი, რომელიც თვლის რომ „ჩოჩელის გამარჯვების შემდეგ რაიონი გამოცოცხლდება“.

„რა გითხათ აბა? მე რაღა უნდა გითხრათ იმაზე მეტი, რასაც თქვენ ვერ ხედავთ? გააჩერეს ყველაფერი. ყელში ამოუვიდა ხალხს დიმიტრი ხუნდაძის ტყუილი დაპირებები.

ხალხს დასაქმებაში არ ეხმარება, სოფელს პრობლემების გადაჭრაში არ ეხმარება, ქალაქს განვითარებაში არ ეხმარება და აბა რისთვისღა უნდა ავირჩიოთ მეორედ?

გვეყო ამდენი წვალება. რაიონს დახმარება უნდა და აი, ამ კანდიდატებიდან, ყველაზე მაგარი, გამრჯე, დაუზარელი და სანდო, ჩემი აზრით, ცეზარ ჩოჩელია.

ათასი რამე მოუგონეს, დააბრალეს, ხან იმათმა, ხან ამათმა, მაგრამ მაინც ვერ გააჩერეს, ასაქმებს ხალხს, აშენებს ქარხნებს...“, - აცხადებს იგი და თან იმაზე წუხს რომ „მიუხედავად კარგი პროექტებისა, სოფელს ჯერ მაინც არ ეშველა“.

„კარგი პროექტი აქვთ სოფლის მეურნეობისათვის. განა არ აქვთ, მაგრამ ჩვენამდე ვერ მოდის, ვერ აღწევს, რადგან ვინც დღეს ჩვენ სოფელსა და რაიონს უნდა მოეხმაროს, იმას ეს არ აინტერესებს“, - მოქმედ მაჟორიტარს საყვედურობს მოხუცი და მიუხედავად დღევანდელობისა, მომავლის იმედი მაინც აქვს.

„შეიცვლება შვილო სიტუაცია, განა არ შეიცვლება. მთავარია რომ ბევრი ვიყოთ ამ აზრზე. მე რასაც ვატყობ სოფელში, ბევრი ფიქრობს ჩემნაირად. ზოგი სხვა პარტიას უჭერს მხარს, ზოგი სხვას, მაგრამ ყველანი მაინც ცეზარ ჩოჩელს ვემხრობით. მისი იმედი გვაქვს“.

ცეზარ ჩოჩელი არჩევნებში დამოუკიდებელი მაჟორიტარის სტატუსით მონაწილეობს. ის კენჭს მცხეთის რაიონში იყრის და აცხადებს რომ ქალაქსა და რაიონს რეალური პოტენციალი აქვს იმისა რომ ადგილობრივებმა უკეთ იცხოვრონ.

მისი თქმით, გამარჯვებისთანავე განახლდება გაჩერებული პროექტები, მალევე გაგრძელდება სახლების რეაბილიტაცია, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ეტაპობრივად მოწესრიგდება გზები, მოგვარდება კანალიზაციის, გაზისა და წყლის პრობლემა.

„ყველა ოჯახში უნდა იყოს ერთი დასაქმებული მაინც“, - ამბობს ბატონი ცეზარი და აცხადებს რომ „ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მეორე ტური იქნება, რაც გამორიცხულია“ . 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„ზოგი სხვა პარტიას უჭერს მხარს, ზოგი სხვას, მაგრამ ყველანი მაინც ცეზარ ჩოჩელს ვემხრობით. მისი იმედი გვაქვს“1
სკანდალურმა საგაზეთო პუბლიკაციამ გამოცემის რედაქტორი შეიწირა2
საპატიმრო დაწესებულება 300- მდე მსჯავრდებულმა დატოვა3
საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია თანამშრომლებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს4
შტეფან ფულე მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X