Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქართული მხარე საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს ჯეროვნად შეაფასოს შექმნილი ვითარება
20:16 26.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, 2012 წლის 24 აპრილს, გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (იპრმ) ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლასა და მექანიზმების მომდევნო შეხვედრებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობის არმიღების საფრთხესთან დაკავშირებით, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

"ქართულ მხარეს სურს ხაზი გაუსვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების, როგორც ადგილზე ვითარების განმუხტვისა და ნდობის აღდგენის მთავარ ინსტრუმენტს, მნიშვნელობას. ყოვლად მიუღებელია რუსეთისა და მისი მარიონეტული რეჟიმების მცდელობები, ცალმხრივად შეცვალონ შეხვედრების ფორმატი და მოდალობები, რითაც საფრთხეს უქმნიან მთლიანად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს. იპრმ-ის, ისევე როგორც ჟენევის მოლაპარაკებების შეხვედრების პროცედურული და დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები შეთანხმებულია ყველა მონაწილეთა შორის. დამტკიცებული წესების დაცვა აუცილებელია მოლაპარაკებების დაუბრკოლებელი მსვლელობის შენარჩუნებისთვის. დიალოგის ფორმატების შეფერხებისა ან ჩაშლის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ მოსკოვს.

ქართული მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ განხორციელებული დემარში წარმოადგენს მხოლოდ ერთ ნაწილს იმ რიგი ქმედებებისა, რომლებიც მიმართულია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების როლის შესუსტებისკენ. გალში დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლას წინ უსწრებდა მოსკოვის მხრიდან ცხინვალის იპრმ-ში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს როლის დაკნინების არაერთი მცდელობა, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის მისიის დამკვირვებელთა შეშვებასა და გაეროსა და ეუთოს სრულფასოვანი მისიების განლაგებაზე უარის თქმა.

ევროკავშირის მისიის წინააღმდეგ აღნიშნული და სხვა ქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთს არ აწყობს საქართველოს ტერიტორიაზე ნეიტრალური და მიუკერძოებელი საერთაშორისო მისიის არსებობა.

საქართველო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იპრმ-ისა და ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და უზრუნველყოს ჟენევის მოლაპარაკებებისა და იპრმ-ის შეუფერხებელი ფუნქციონირება. ქართული მხარე ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ჯეროვნად შეაფასოს შექმნილი ვითარება და ჩაერთოს სერიოზულ დიალოგში მოსკოვთან მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების, მათ შორის რუსული სამხედრო ნაწილების გაყვანისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვების აუცილებლობის თაობაზე."

აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მამაკაცი საკუთარ დასაფლავებას დაესწრო (VIDEO)1
ირაკლი ალასანია: საერთაშორისო ოპერაციებში ჩვენი თანამონაწილეობა გაგრძელდება2
უნგრეთის პრემიერ–მინისტრს საქართველოს პარლამენტის ახალ შენობაში უმასპინძლებენ3
შსს: დაჩი ცაგურიამ პოლიციელს პერანგი შემოახია4
ალასანიამ რიყეში მცხოვრებ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X