GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნუგზარ წიკალური: ჯონ მაკკეინის მხარდაჭერა ნატოს გადაწყვეტილებაზეც აისახება
12:58 27.04.2012
დღის სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ჯონ მაკკეინის მხარდაჭერას საქართველოსთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს წიკლაურმა განუცხადა, მსგავსი ტიპის მხარდაჭერა ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება და ნატოს გადაწყვეტილებაზე აისახება.

დეპუტატის თქმით, დღეს მაკკეინის განცხადებაში, სადაც სენატორმა ჰილარი კლინტონს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა, დიდი როლი ასევე, ავღანეთში ქართული მისიის ყოფნამაც ითამაშა.

„ჯონმ მაკკეინის მხარდაჭერას საქართველოსთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ ფონზე როდესაც რუსეთი უჩვეულოდ არის გააქტიურებული და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელის გატეხვას ცდილობს. ასეთ პირობებში კი, ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოს განვითარებასა და მის მონდომებას ამჩნევენ. ასეთი სახის განცხადებისას, დიდი როლი ეკისრება ავღანეთში ქართული ჯარების ყოფნასაც. მსგავსი ტიპის მხარდაჭერა სასიკეთოდ წაადგება საქართველოს და ნატოს გადაწყვეტილებაზე აისახება“,- განაცხადა წიკალურმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მაკკეინმა ჰილარი კლინტონს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც წერს, რომ ჩიკაგოს სამიტი კარგი საშუალებაა საქართველოს მხარდაჭერისთვის, - იუწყებიან მედიასაშუალებები.

„მოგიწოდებთ, გააგრძელოთ დიპლომატიური ძალისხმევა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ სამიტზე აღნიშნული იქნება საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ნატოსკენ მიმავალ გზაზე, რაც თბილისის წევრობისთვის კარგი საშუალება იქნება“ - ნათქვამია წერილში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაციამ ახალი ვირუსი აღმოაჩინა1
ლევან ბეჟაშვილი: ხელისუფლების წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აშანტაჟებენ2
შს მინისტრმა მოადგილეები წარადგინა3
გლდანის ციხესთან პატიმრების მშობლები იკრიბებიან4
ლევან ვარშალომიძემ მუსლიმებს ყურბან–ბაირამი მიულოცა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X