GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მაია ფანჯიკიძე: ივანიშვილის დღევანდელი განცხადება თანამდებობის წინასწარ დარიგებად არ შეიძლება ჩაითვალოს
13:08 30.04.2012
დღის სიახლეები

თამაზ თამაზაშვილი შესაძლოა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიმბოლური წევრი გახდეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, თუ კანონი იმის საშუალებას არ მისცემთ, რომ პარტიის წევრი პატიმარი გახდეს, მაშინ სიმბოლური წევრობაც შესაძლებელია, რადგან ისინი კანონის დარღვევას არ აპირებენ.

ფანჯიკიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თამაზაშვილი შსს-ში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას დაიკავებს, თანამდებობის წინასწარ დარიგებად არ შეიძლება ჩაითვალოს.

„ივანიშვილის განცხადება, რომ თამაზ თამაზაშვილი შსს-ში დაიკავებს ადგილს, არ მიმაჩნია თანამდებობის წინასწარ დარიგებად, ეს არის განაცხადი იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პროფესიონალი თავის ადგილს იპოვის“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.

კითხვაზე, როგორ მოხდება პატიმრობაში მყოფი ადამიანის პარტიაში გაწევრიანება, ფანჯიკიძემ დასძინა, რომ მან არ იცის აქვს თუ არა უფლება პატიმარს პარტიის წევრი გახდეს.

„პატიმრობაში მყოფ ადამიანსაც აქვს გარკვეული უფლებები და ამ უფლებების გამოყენება მოხდება. გარდა ამისა, შეიძლება არ მოხდეს ეს დღეს და ხვალ, დღეს არის სასამართლო და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.

internte.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ „ქართული ოცნების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა1
საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზეა2
17 წლის ანა ლომიძე დარდანელს ხელ-ფეხშეკრული გადაცურავს3
"ქართული ოცნების" სცენა ტყვიაგაუმტარი მინით აღჭურვეს4
პრეზიდენტი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X