GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პარლამენტში შესაძლოა იურისტ მაგნიტსკის საქმე განიხილონ
14:20 30.04.2012
დღის სიახლეები

მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ იურისტ სერგეი მაგნიტსკის ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილი მიმართვა საინტერესოა.

მისი თქმით, ევროპარლამენტმა ასეთი რეკომენდაციით ევროპულ სახელმწიფოებს მიმართა და ე.წ. შავი სია არსებობს, სადაც ის თანანმდებობის პირები შედიან, რომლებიც მაგნიცკის საქმის დეტალებს უკავშირდებიან.

დეპუტატის განცხადებით, მას ამ ეტაპზე უჭირს იმის თქმა როგორი იქნება პარლამენტის გადაწყვეტილება, მაგრამ ამ საქმეზე, ევროპის სახელმწიფოებს საყურადღებო რეაქცია აქვთ.

„შეიძლება, ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. ალბათ, მსჯელობა გაიმართება“, – ამბობს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ კოალიციამ პარლამენტს მიმართვა გადაუგზავნა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს რუსეთის იმ თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას სთხოვს, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის ტრაგიკულ სიკვდილში დამნაშავეებად მოიაზრებიან.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებათა დამცველთა საერთაშორისო ინიციატივას და კანონი მიიღოს, რომელიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის პატიმრობაში ტრაგიკულ სიკვდილსა და ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევებში დამნაშავე რუსეთის შესაბამისი თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციებს დააწესებს.

კოალიციის მოსაზრებით, ასეთი კანონის მიღება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, არასდროს შეეგუება ადამიანის უფლებების დარღვევას, განურჩევლად იმისა, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ და ვის მიერ არის ჩადენილი ასეთი დარღვევები.  

იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის 16 ნოემბერს, მოსკოვის ციხე „ბუტირკაში“, წამების შედეგად გარდაიცვალა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კანკავამ ხუანდე რამოსის ქება დაიმსახურა1
ბათუმელი „მემარჯვენეები“ მწვანე კონცხის პრობლემაზე საუბრობენ2
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგების მიხედვით ზაზა ფაჩულია მეორე ადგილზეა3
ქუთაისის #2 დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა4
რუსეთი საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას კვლავ აპროტესტებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X