Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შსს: რუსეთიდან ვიზიტორთა ნაკადი 4-ჯერ გაიზარდა
15:10 01.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

მონაცემების მიხედვით, 2012 წლის პირველ 4 თვეს, ქვეყანას უკვე 978 521 პირი ეწვია, ხოლო მიმდინარე წლის უშუალოდ აპრილის თვე კი 301 243 პირით განისაზღვრა, რაც  2011 წლის იგივე საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს უპრეცედენტოდ მაღალი -  61 პროცენტით აღემატება. წინა წელთან შედარებით კი, მიმდინარე კალენდარული წლის პირველ 4-თვიან ინტერვალში ვიზიტორთა რაოდენობის საშუალო 45%-იანი ზრდა ფიქსირდება.

შსს ინფორმაციით, 2012 წლის პირველ 4 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან. ასევე მნიშვნელოვანი მატება იყო ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდანაც, საიდანაც ჩამოსული სტუმრების რაოდენობამ უკრაინისა და ირანის მაჩვენებლებს გადააჭარბა.

განსაკუთრებული დაინტერესება იყო მოლდოვისა და ავსტრიის მოქალაქეების მხრიდან, რომელთაგანაც შესაბამისად 73% და 83%-იანი მატება აღინიშნა.

„2012 წლის პირველი მარტიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით რუსეთის მოქალაქეებისთვის მიმოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ, საქართველოში მარტის თვეში ამ ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორთა როდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითისათვის, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გასამმაგდა კიდეც. უნდა აღინიშნოს, რომ იგივე ტენდენცია შენარჩუნდა და უფრო გამოკვეთილიც კი გახდა აპრილის თვეში, რომელშიც წინა ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ჯამურმა მატებამ 98% შეადგინა, ხოლო უშუალოდ ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, რუსეთის ფედერაციიდან ვიზიტორთა ნაკადი კი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. თუ უშუალოდ სავიზო რეჟიმის გაუქმების თარიღიდან ავითვლით, ვიზების გაუქმების ეფექტიანობის ინდექსი რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობის კუმულაციურ 80%-იან ზრდაში გამოისახება“,- ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ მონაცემებში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ოლიმპიური ჩემპიონატის მონაწილეებს მაყურებელმა ბოთლი ესროლა (VIDEO)1
თეა თუთბერიძეს შვილის მოკვლით ემუქრებიან2
მაია რჩეულიშვილი წონაში კლების გამო ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს3
ახალგაზრა მამაკაცის გვამი პოლიციამ ჩამომხრჩვალი იპოვა4
ბიძინა ივანიშვილს ძმებ კვანტრიშვილების მკვლელობაში ადანაშაულებენ (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X