Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზაალ სამადაშვილმა ქალაქ მიკოლაევის მერს უმასპინძლა
17:05 01.05.2012
დღის სიახლეები

თბილისს უკრაინის, ქალაქ მიკოლაევის დელეგაცია, მერის ვლადიმირ ჩაიკას ხელმძღვანელობით ესტუმრა. დელეგაციის წევრები დღეს, თბილისის  საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ სამადაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრას, რომელიც კითხვა–პასუხის ფორმატში გაიმართა, მასპინძლების მხრიდან ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისის თავმჯდომარე გოგი ჩაჩანიძე ესწრებოდნენ.

ვლადიმირ ჩაიკამ მასპინძლებს და შეხვედრის ორგანიზატორებს გულთბილი  მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია იმ რეფორმებისა და მიღწევების გაცნობა, რომლეთა განხორციელების შედეგად, საქართველო ასე მოკლე ხანში წარმატრებულ ქვეყნად იქცა.

"ჩვენ, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, თქვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და მათი განხორციელების შედეგად მიღებულ დადებით რეზულტატებს თვალყურს ვადევნებთ. ამიტომაც, აუცილებლად მიგვაჩნია თქვენი გამოცდილების გაზიარება და გამოყენება, მით უმეტეს, რომ, ჩვენი ქვეყანა ახლა დგას რეფორმების გზაზე და თქვენი  რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა”,–განაცხადა ქალაქ მიკოლაევის მერმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, კორუფციასთან ბრძოლის სხვადასხვა მიმართულებებს, ასევე ტენდერების გამჭვირვალეობას,  მიწის შეძენის პროცედურასა  და ონლაინ რეჟიმში მიმდინარე აუქციონებში მონაწილეობას.

კოკი იონათამიშვილმა უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებს  პროექტი "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” გააცნო და მისი მნიშვნელობა და აუცილებლობა დეტალურად განუმარტა.  შეხვედრა კი, საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამდაშვილმა შეაჯამა. 

"საკრებულოს, დღეს,  უკრაინის ქალაქ მიკოლაევის მერი და მისი თანმხლები პირები სტუმრობდნენ. მინდა ხაზგასმით  აღვნიშნო ის ფაქტი, რომ უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში  თბილისში უკრაინელების ვიზიტები საკმაოდ გახშირდა, რაც მათი მხრიდან ჩვენს ქვეყანასა და დედაქალაქში  მიმდინარე პროცესებისა და რეფორმების  მიმართ დიდი ინტერესის მაჩვენებელია. შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო.  ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და მათვის მნიშვნელოვან არაერთ შეკითხვას გავეცით პასუხი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სტუმრები საკრებულოს დეპუტატებისგან მიღებულ ინფორმაციას აუცილებლად გამოიყენებენ”,–განცადა ზაალ სამადაშვილმა.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე1
ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის უფროსის დაკავებას ეხმაურება2
დღეს, ახალი მთავრობის წევრების საკომიტეტო მოსმენა გაიმართება3
შვედეთი იშვიათი მეტეოროლოგიური ფენომენის - სისხლის წვიმის მოლოდინშია4
იატაკის შეკეთებისას მამაკაცი მეზობლის სამზარეულოში ჩავარდა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X