საერთაშორისო ჰაკერული ჯგუფის
რუსული განყოფილების „Anonymous в Twitter“-ის
ბლოგებზე გავრცელდა ვიდეომიმართა, რომლის ავტორებიც 6-7 მაისს, საიტების -
government.ru-სა და premier.gov.ru-ს გატეხვით იმუქრებიან - იუწყება „გაზეტა რუ“.
ჰაკერებმა თავის მიმართვაში,
მხარდაჭერა გამოხატეს რუსეთის ოპოზიციის მიერ, 6 მაისს დაგეგმილი „მილიონების
მარშისადმი“ და განაცხადეს, რომ ამ პროტესტს სახელმწიფო საიტების გატეხვით
დაუჭერენ მხარს.
პირველ რიგში, რუსეთის
მთავრობის საიტი გატყდება - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.
რუსმა ჰაკერებმა, ჯგუფ Anonymous-იდან,
მარტის თვეშიც შეუტიეს მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ რეგიონალური
განყოფილებების ინტერნეტ-საიტებს, რომლებიც რიგითი მომხმარებლებისთვის ხელმიუწვდომელი იყო.
Internet.ge