GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გოგორიშვილი ბობოხიძის წინააღმდეგ
16:13 04.05.2012
დღის სიახლეები

მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის პირადი პოზიციაა, რომ პლენარული სხდომები 12:00 საათზე დაიწყოს.  თუმცა, დეპუტატის თქმით, თუ კომიტეტი ამ საკითხის გამო უმცირესობაში აღმოჩნდება, შენიშვნა გაზიარებული იქნება.

როგორც ჟურნალისტებს გოგორიშვილმა განუცხადა, ახალ რეგლამენტთან დაკავშირებით, ყველა შენიშვნისა და ყველა არგუმენტისადმი კომიტეტი ღიაა.

მისი თქმით,  როდესაც, კომიტეტში ამ საკითხის შესახებ იმსჯელეს, მთავარ პრინციპად აიღეს ის, რომ პარლამენტს სამუშაო საათების რაოდენობა იმდენივე უნდა ჰქონდეს, რამდენიც დღეს აქვს.

„არავისთვის არ არის დასამალი, რომ ქუთაისში ადამიანებს სხვადასხვა რაიონებიდან, ასევე თბილისიდან მოუწევთ სიარული. მაქვს ძველი პარლამენტების გამოცდილება, რომ ნახევარზე მეტის საცხოვრებელი ადგილი თბილისია. თუ დღეს 60–მდე დეპუტატს უწევს რაიონებიდან თბილისში სიარული, მომავალ პარლამენტში ვეჭვობ, რომ ქუთაისში ჩასვლა გაცილებით მეტს მოუწევს. არც ერთი ნორმის შესახებ კატეგორიული დამოკიდებულება არ გვაქვს. უბრალოდ, რა თქმა უნდა, გამოხატვის ფორმას მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ჩემი კოლეგების მხრიდან. ყველა მოსაზრება აღელვების გარეშე შეუძლიათ ქაღალდზე გადაიტანონ და ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ. ყველას ვთხოვდი, რომ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მუხლს მიაქციონ ყურადღება, არამედ თავიდან ბოლომდე წაიკითხონ პროექტი“, – განაცხადა დეპუტატმა.

კანონმდებლის შეფასებით, თუ კომიტეტი ამ საკითხის შესახებ უმცირესობაში აღმოჩნდა, შენიშვნა გაზიარებული იქნება.

„თუ აღმოჩნდა, რომ ბობოხიძე და მისი მომხრეები აღმოჩნდებიან უმცირესობაში, მაშინ პროექტში შეტანილი ნორმა დარჩება. თუმცა, ამ საკითხის შესახებ საუბარი, ჯერ-ჯერობით, ადრეა“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, აკაკი ბობოხიძემ პლენარული სხდომების ერთი საათით წინ გადაწევა გააპროტესტა.

ახალი რეგლამენტის პროექტის მიხედვით, მომავალ პარლამენტში სხდომები ერთი საათით გვიან დაიწყება. ცვლილებებით, სხდომა ორშაბათსა და პარასკევს გაიმართება, რომელიც 11 საათის ნაცვლად, 12:00 საათზე დაიწყება. 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პატიმარი გარდაიცვალა1
პარლამენტი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებს2
„ქართული ოცნება“ პარლამენტში 41 მაჟორიტარულ მანდატს მიიღებს3
ეკა ზღულაძემ ირაკლი ღარიბაშვილს შს სამინისტროში მიმდინარე პროცესები გააცნო4
დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ „ქართული ოცნების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X