GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
იალტაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამიტი გადაიდო
14:39 08.05.2012
დღის სიახლეები

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მეთაურთა მე-18 სამიტი გადაიდო. ეს შეხვედრა 11-12 მაისს იყო დაგეგმილი იალტაში, თუმცა ამჯერად უცნობია, როდისთვის მოხერხდება მისი ჩატარება.

„რადგანაც ევროპის რამდენიმე ქვეყნის მეთაურს ამჟამად, არ შეუძლია სამიტში მონაწილეობის მიღება, უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გადაიტანოს ეს შეხვედრები გარკვეული დროით,“ - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ალექსანდრ დიკუსაროვმა.

ამ განცხადებიდან ნათელი არ არის, იალტის სამიტი მხოლოდ დროებით გადაიდო, თუ მოსალოდნელია, რომ მისი ჩატარების ადგილიც შეიცვალოს. რამდენიმე ხნის წინ, ევროპული ქვეყნების ლიდერებმა უარი განაცხადეს სამიტზე დასწრებაზე. ამგვარად მათ პროტესტი გამოთქვეს უკრაინის ხელისუფლების მიერ იულია ტიმოშენკოს დევნის გამო.

პირველად სამიტში მონაწილეობაზე უარი გერმანიამ და ჩეხეთმა თქვეს. ამასთანავე, ორივე ქვეყნის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მათი გადაწყვეტილება ტიმოშენკოს გარშემო არსებულ სიტუაციას უკავშირდება.

ევროპელი ლიდერების შეხვედრები მსგავსი ფორმატით ყოველწლიურად იმართება. ბოლო სამიტი გასულ წელს ვარშავაში ჩატარდა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ოლიმპიელი სპორტსმენების ფულადი ჯილდოების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება1
ინგოროყვას კლინიკაში ინტოქსიკაციის დიაგნოზით სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოათავსეს2
“ლიდერთა სახლის“ მონაწილეებმა თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერეს3
თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა4
პატარკაციშვილის ოჯახმა მთაწმინდის პარკი დაიბრუნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X