GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სომხეთის ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს
11:35 09.05.2012
დღის სიახლეები

სომხეთის ექს-პრეზიდენტი, ოპოზიციური „სომხეთის ნაციონალური კონგრესის“ ლიდერი ლევონ ტერ-პეტროსიანი უარს იტყვის სადეპუტატო მანდატზე, მისი პარტია კი, არჩევნების შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს - იუწყება „ინტერფაქსი“.

„მე უარს ვამბობ დეპუტატის მანდატზე. ჩემს ყოფნას პარლამენტში მაშინ ექნებოდა აზრი, თუკი „სომხეთის ნაციონალურ კონგრესს“ უმრავლესობა ექნებოდა“ - განაცხადა ტერ-პეტროსიანმა არჩევნების შემდგომ პირველ მიტინგზე ერევნის ცენტრში. მისი თქმით, ის არ აპირებს შეწყვიტოს პოლიტიკური მოღვაწეობა.

„ვიდრე სომხეთი ასეთ სავალალო მდგომარეობაშია, მე არ წავალ პოლიტიკიდან. კონგრესი გააკეთებს ყველაფერს, რათა გავთავისუფლდეთ ამჟამინდელი ხელისუფლებისგან. მე ვიბრძოლებ იმდენს, რამდენის საშუალებასაც ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები მომცემს“ - აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.

ოპოზიციური კონგრესის წევრმა არამ მანუკიანმა კი განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ტერ-პეტროსიანის პოლიტიკურმა ძალამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პარლამენტის არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვოს.

6 მაისის არჩევნების შედეგების თანახმად, სომხეთის მმართველმა პარტიამ, რომელსაც ამჟამინდელი პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ხმების 44,05% მოაგროვა, ოპოზიციურმა „სომხეთის ნაციონალურმა კონგრესმა“ კი, რომელიც 18 პარტიისგან შემდგარ ბლოკს წარმოადგენდა, - 7,10%. შესაბამისად, ეს უკანასკნელი პარლამენტში მხოლოდ 6 მანდატს მიიღებს.


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა1
მეცნიერებმა შიდსის მსგავსი დაავადება აღმოაჩინეს2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი მთავრობა დამტკიცდა3
შსს-მ „ქართული ოცნების“ 3 წევრი დააკავა4
ფოტორეპორტაჟი განახლებული თელავიდან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X