GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მონიტორინგის სამსახური პარტიების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციებში არსებულ უზუსტობებზე საუბობს
18:04 10.05.2012
დღის სიახლეები

კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური პარტიების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციებში აღმოჩენილ უზუსტობებზე  საუბრობს. „ინტერნეტ.ჯი“ დღეს გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

1. ახალი მემარჯვენეები

არასწორად აქვს დადეკლარირებული საბიუჯეტო შემოსავალი 22,283.76 - მუხლი 1.1.3 - ის ნაცვლად უნდა იჯდეს 1.1.3.1 მუხლში, შესაბამისად 1.1.3 მუხლში უნდა აისახოს ჯამური თანხა 22,283.76 + 12,107.94 = 34,391.7. (ტექნიკური)

არ აქვს წარმოდგენილი ვითიბი ბანკის ანგარიშის IBAN ნომერი. (ტექნიკური)

არ არის დადეკლარირებული რესპუბლიკური პარტიის მიერ გადმორიცხული 709.36 ლარი (გატარებულია, როგორც საკომუნიკაციო ხარჯის ანაზღაურება)

საარჩევნო სისტემების განვითარების ცენტრიდან მიღებული სახსრების დიდი ნაწილი, კერძოდ 10,666 ლარი გატარებულია სხვა ხარჯებში (ბანკის ამონაწერიდან შეიძლება დასკვნა გაკეთდეს, რომ ამ თანხიდან 9437.95 ლარი გაიხარჯა საწვავის შესაძენად), თუმცა საწვავი არ არის მიკუთვნებული რომელიმე მივლინებას, ან რეგიონული პროექტის დაფინანსებას.

2. განახლებული საქართველოსთვის

არ სრულდება საბალანსე ტოლობა: აქტივების მხარეს 51,012 ვალდებულებებისა და კაპიტალის მხარეს: 137,519.91

ფორმა N7 საბალანსო ანგარიშგებაში 51,012.7 ლარი საკუთარი კაპიტალის ნაცვლად უნდა ეწეროს 35494,51 დაუფარავი ზარალი

არ ემთხვევა აქტივების ნაშთი: 46,570 აქვს საბალანსო ფორმაში, ხოლი ფორმა N9-ში წარმოდგენილია 47,878 ლარი

დადეკლარირებულია ზედმეტი საიჯარო ქირის ხარჯი, რომელიც არ დასტურდება საბანკო ამონაწერიდან;

დეკლარაციაში არ ჩანს: აუდიტორის მომსახურება 200 ლარი

3. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო

დადეკლარირებულია 23,774.3 ლარის შემოსავალი, საბანკო ამონაწერიდან კი ჩანს 28,290.3 ლარის შემოსავალი

დადეკლარირებულია საკასო 22,984 ლარის ხარჯი, საბანკო ამონაწერიდან ჩანს 27,690.13 ლარის ხარჯვა

4.ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გასარკვევია ორი ტრანზაქცია

2/2/2012          5209.7 ხარჯი            გასარკვევია  4770145110001         სატრანზიტო ანგარიში სტერლინგი

2/10/2012        5000    ხარჯი            გასარკვევია  GE92LB0080000010030000            სალარო ლარში

გამოსათხოვია სალაროს ანგარიშგება (ხარჯების ნაწილის და 23 009 ლარი აქტივის შეძენის დასადასტურებლად)

5.კონსერვატიული პარტია

დადეკლარირებულია 34616 ლარის ხარჯვა, ბანკში ჩანს 92847.2 ლარის ხარჯი

შეცდომითაა შევსებული ფორმა N 9. პერიოდის დასაწყისში აჩვენებს ნაშთს ნულს, მოძრაობაც არ არის, ხოლო ნაშთი პერიოდის ბოლოს მატერიალური მარაგებისა არის 1,002,800, მაშინ როდესაც ამ მუხლის ჩაშლაში გვხვდება ერთადერთი ჩანაწერი „სხვა მატერიალური მარაგების“ გრაფაში 1,020,000. ასევე არ არის დადეკლარირებული საბალანსო ანგარიშგებაში მატერიალური მარაგების მუხლში.

6.ქართული დასი

არ არის დაცული საბალანსე ტოლობა, საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისში და პერიოდის ბოლოს პერიოდის დასაწყისში: აქტივები 444.65 ვალდებულებები და კაპიტალი 904.2 პერიოდის ბოლოს: აქტივების მხარეს არის 258 ვალდებულებების და კაპიტალის მხარეს კი მინუს 75

ახალი დეკლარაციის ჯამური აქტივების და ჯამური ვალდებულებებისა და კაპიტალის მუხლები არ ედრება ძველი დეკლარაციის შესაბამის მუხლებს. 904.2 ლარი უნდა იყოს პერიოდის დასაწყისის ნაშთი აქტივებში

არასწორად აქვს ნაჩვენები შემოსავალი და ხარჯები. საბიუჯეტო დაფინანსება გატარებული აქვს როგორც საარჩევნო კამპანიის შემოსავალი, მაშინ როდესაც საანგარიშგებო პერიოდში 01.01.2012-01.03.2012 არ ჩატარებულა არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანია. ამ შეცდომიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული სახსრების ხარჯვაც ნაჩვენები აქვს სხვა ფორმაში.

თანხა ხარჯებისათვის გააქვს პირადად ჯონდი ბაღათურიას ხელზე, შესაბამისად ხარჯვის არსებითი ნაწილის 11,795 ლარის დადასტურება შეუძლებელია დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე.

7.ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

დადეკლარირებული აქვს 48,431 ლარი მიღებული საარჩევნო სისტემების განვითარების ცენტრიდან, რომლის მხოლოდ 19,699 ლარის ხარჯვაა გაშიფრული, ხოლო დანარჩენი თანხის ხარჯვა არ არის შესაბამის ფორმაში დადეკლარირებული

საწევრო შენატანები პირდაპირ ირიცხება ხელფასის გამცემი ორგანოს ანგარიშიდან, შესაბამისად შემომწირველებად ფიქსირდებიან იურიდიული პირები. არცერთ საწევროს შენატანს არ აქვს მითითებული ანგარიშის ნომერი, ხოლო რამდენიმე მათგანი ნაღდი ფულით არის შეტანილი. კერძოდ, საბანკო ამონაწერში არ ჩანს 686 ლარის შემოსავალი

არ აქვს საბარათე ანგარიშის ბრუნვა წარმოდგენილი

ბანკის და დეკლარაციის ხარჯის თანხები არ ემთხვევა. იჯარა არ ემთხვევა - 1183 ლარი, არ აქვს საკომისიო შეყვანილი დეკლარაციაში - 117 ლარი. დაზღვევა, ავტო-ტექმომსახურება, საბურავების შეძენა - კონკრეტულ მუხლებში უნდა ყოფილიყო გაშიფრული. საშემოსავლო არის გასამიჯნი - ხელფასის და იჯარის.

არ არის ნაჩვენები ფუნტი სტერლინგის ანგარიშზე ბრუნვა

1211 ანგარიშზე ნაჩვენებია 1672 ნაცვლად 2103

ერთი საბანკო ანგარიში საერთოდ არ აქვთ წარმოდგენილი

არ ემთხვევა მონაცემები საბალანსო ანგარიშგებასა და აქტივების უწყისში

8.ქართული ოცნება

საბანკო ამონაწერში ფიქსირდება იჯარასთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი ტრანზაქცია (შპს ძველი უბანი-17524 ლარი) და არ არის წარმოდგენილი რეგიონული ოფისების იჯარის ხარჯები.

ასეევე საბანკო ამონაწერში ფიქსირდება მხოლოდ გაზეთის ბეჭვდისა და გამოცემის ხარჯები (შპს საგამომცემლო ცენტრი საერთო სიტყვა - 130 000 ლარი) და არ ჩანს, თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ფიზიკური პირების მიერ გაზეთების გავრცელება.

წარმოდგენილი ინფორმაციებიდან საერთოდ გაურკვეველია ორგანიზაციის სიმბოლიკის ამსახველი მაისურების დამზადებისა და გავრცელების ხარჯები.

აქტივების რეესტრი არასწორადაა შევსებული (ტექნიკური)

ასევე სხვადასხვა სახის ხარვეზები დაუდგინდათ დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებსაც. კერძოდ: ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნულ ფორუმს“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სახალხო ფრონტს“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მთლიანი საქართველოს", მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“, პარტია „საქართველოს გზას", საქართველოს ერთიან კომუნისტურ პარტიას, საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას, საქართველოს მწვანეთა პარტიას, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოს მშრომელთა საბჭოს", საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიას" მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართულ პარტიას", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული განახლება - ჩვენი საქართველო გაბრწყინდება" (ჩვენები), მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", პოლიტიკური გაერთიანება „ხალხის პარტია", პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო", აიპ „რესპუბლიკური ინსტიტუტი“.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მაია ფანჯიკიძე ყაზახეთის დროებით რწმუნებულს შეხვდა1
გიორგი კალანდაძე მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოდ არის დაკავებული2
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომისიის წევრებს აირჩევენ3
ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის უფროსის დაკავებას ეხმაურება4
ტელეკომპანია “რეალ TV” გაიყიდა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X