GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სააკაშვილი: ქუჩაში მომიტინგე 4 ოჯახის პრეტენზიები ყველაზე ბოლოს მესმის
21:42 10.05.2012
დღის სიახლეები

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ქუჩაში მომიტინგე 4 ოჯახის პრეტენზიების ყველაზე ბოლოს ესმის. როგორც პრეზიდენტმა ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში სტუმრობისას განაცხადა, რუსეთის მიერ მართული პარტიები საქართველოს მოსახლეობის ფენებად დაყოფას ვერასოდეს მოესწრებიან.

„დღეს, რუსეთიდან მართული ძალები ამბობენ, რომ თუ მდიდარი არ ხარ, თამაშგარე მდგომარეობაში უნდა იყო. მათთვის, ილია ჭავჭავაძეს ქონდა ერთი პასუხი და ასეთ ადამიანებს ილია უმეცრების ფართხი-ფურთხს უწოდებდა. დღეს, საქართველოში დაწინაურება მხოლოდ ნიჭის ხარჯზე ხდება და არა იმით, თუ ვინ რომელ უბანში ცხოვრობს. ასეთი ადამიანების, იმ ოთხო ოჯახის, 5 მილიონი ადამიანის შემდეგ მესმის. ისინი საქართველოს ოთხ ნაწილად მისაკუთრებას ვეღარ ეღირსებიან. საქართველო არა ქუჩაში მომიტინგე ოთხი ოჯახის მიერ, არამედ ყვარლის, ბათუმის, ჩხოროწყუსა და შემდეგ უკვე, სოხუმისგან იმართება და მხოლოდ ამ ხალხს ეკუთვნის“,– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკოსის  სურვილია, საქართველო ეთნიკური კუთხით დაიყოს.

„საქართველო არასდროს დაუბრუნდება იმ წარსულს როცა, ქართველი ხალხი დილას მხოლოდ „საქართველოს რესპუბლიკისა" და "ლიტერატურული საქართველოს" კითხვით იწყებდა.  რა გგონიათ, რას დაწერდნენ მოფაშისტო ელემენტები ილა დღევანდელ საქართველოში რომ მოღვაწეობდეს. „ასავალ დასავალი“ და „ალია“ მას ცოცხლად შეჭამდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ ამ მოფაშისტო გამოცემებს ცოდნით ვუპირისპირდებით“,– დასძინა პრეზიდენტმა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მტკვარში გადავარდნილი მანქანის მძღოლი უვნებელად გადარჩა1
ნანუკა ჟორჟოლიანი გაზეთ „ვერსიისთვის“ სასამართლოში ჩივილს აპირებს2
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მიხეილ სააკაშვილს ბარაკ ობამას წერილი გადასცა3
ექსპერტები ამტკიცებენ რომ ადამიანებს მუტაცია ემუქრებათ4
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი "მერანი“ დაიწყო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X