საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოდან ევროპაში გაფრენა ძალიან ძვირია და ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ კომპანია, რომელიც ამას უზრუნველყოფს მოუქნელია.
როგორც პრეზიდენტმა დღეს, ბიზნესდაჯილდოება “მერკური 2012”-ზე განაცხადა, კომპანია “ტავ ჯორჯია”, რომელიც თბილისის აეროპორტს ექსპლუატაციას უწევს, ძალიან მოუქნელად მუშაობს.
სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში გაჭირვებაა და ხალხს იაფი ბილეთები სჭირდება რათა იაფად იმოგზაურს, ისწავლოს და დაისვენოს.
პრეზიდენტის თქმით, სიტუაციის გამოსასწორებლად აუცილებელია ბიზნესის წახალისება, რის გამოც, ახალი პრაქტიკა დამკვიდრდა. ბიზნესს ეძლევა საშუალება მთავრობას თვითონ მისცეს შეკვეთა რომელი წარმოების განვითარება სურს.
“ბიზნესს ბევრი სისუსტე აქვს, მაგრამ ყველაფერი დროებითია”,- დასძინა პრეზიდენტმა.
Internet.ge