GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მოსკოვი ევროკავშირში, აშშ-სა და საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე წუხს
10:03 14.05.2012
დღის სიახლეები

რუსეთის სახელმწიფო დუმაში „ევროკავშირის ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემას“ მრგვალ მაგიდას მიუძღვნიან - წერს სააგენტო „რეგნუმი“.

განხილვაში მონაწილეობას მიირებენ დეპუტატები, სენატორები, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, რუსეთის წარმომადგენელი ევროკავშირში და ასევე, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

„მოსმენა მიეძღვნება საზღვარგარეთის ქვეყნებში  ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებას, რომელშიც უწყებამ მკაცრად გააკრიტიკა აშშ, ევროკავშირისა და ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა, ასევე კანადა და საქართველო“, - განაცხადა დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ ანდრეი კლიმოვმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მოსკოვში გადაწყვიტეს სამაგიერო გადაეხადათ აშშ-სთვის, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობის ანალიზს ყოველწლიურად აქვეყნებს და შესაბამისად, აკრიტიკებს ზოგიერთ ქვეყნებს.

„ჩვენ გვაქვს უფლება ყურადღება გავამახვილოთ იმ დარღვევებზე, რომლებსაც ადგილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებში. ხშირად, ევროპა დემოკრატიის მაგალითად წარმოაჩენს თავს და სხვებს ასწავლის ჭკუას ისე, რომ ვერ ამჩნევს რა ხდება საკუთრივ მის ტერიტორიაზე“ - განაცხადა კლიმოვმა და დასძინა, რომ რუსეთი შედის მთელი რიგი ავტორიტეტული ევროპული ინსტიტუტების შემადგენლობაში და ამიტომ, არ აპირებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს გვერდი აუაროს.

მრგვალ მაგიდაზე აპირებენ ევროკავშირის რუსეთისადმი დამოკიდებულებაზეც იმსჯელონ. როგორც დუმის დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, ევროკავშირსა და მის სტრუქტურებში, კერძოდ, ევროპარლამენტში, რუსეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სიტუაცია არაობიექტურად შუქდება და ფასდება.  ამიტომ მოსკოვი, ახლა, კონტრკრიტიკით გამოსვლას და ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციების განხილვას გეგმავს, რომელიც, შეგახსენებთ, რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევებს შეეხებოდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
81 წლის პენსიონერმა ავადმყოფ ქალიშვილს სამი ტყვია ესროლა1
ბავშვმა - მაიმუნის გენებით ექიმები შოკში ჩააგდო2
ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგება დაიწყო3
რუსეთი და ყაზახეთი ანტისაჰაერო თავდაცვის ერთიან ზონას ქმნიან4
პროკურატურაში „ქომაგთან“ დაკავშირებული პირების მოწმის სტატუსით დაკითხვა მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X