GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პუტინი დიდ აფიორაში დოკუმენტურად ამხილეს
10:54 28.03.2012
დღის სიახლეები

Facebook-ზე გამოქვეყნდა იმ დოკუმენტების ნაწილი, რომელიც ვლადიმერ პუტინს კორუფციასა და მილიონიან ფინანსურ მაქინაციებში ამხელს. დოკუმენტები ცნობილი რუსი პოლიტიკოსის მარინა სალიეს არქივიდანაა, რომელსაც ის წლების განმავლობაში ინახავდა.

მარინა სალიე გასულ კვირას დაკრძალეს, მისმა მეგობრებმა კი ამ დოკუმენტების გამოაშკარავება გადაწყვიტეს. რა თქმა უნდა, ეს სალიეს არქივის სრული სურათი არ არის, თუმცა იქიდანაც, რაც სოციალურ ქსელში დაიდო, კარგად ჩანს  სანკტ-პეტერბურგის მაშინდელი მერიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის ვლადიმერ პუტინის როლი კორუფციასა და მაქინაციებში.

1992 წელს სწორედ მარინა სალიე თავმჯდომარეობდა  სანკტ-პეტერბურგის ქალაქის საბჭოში კომისიას, რომელიც სპეციალურად შეიქმნა, რათა მერიაში ვლადიმერ პუტინის  საქმიანობა გამოეძიებინა.

კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ პუტინმა და მისმა მოადგილემ ალექსანდრ ანიკინმა საზღვარგარეთ გაიტანეს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების ლითონი, ნავთობპროდუქტები და სხვა ნედლეული. მაგალითად, 750 000 კუბური მეტრი ხე-ტყე, 150 000 ტონა ნავთობპროდუქტები, 14 ტონა იშვიათი ლითონი…

სალიეს კომისიამ მაშინ პუტინის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა, თუმცა პასუხისმგებლობისგან გაქცევა პუტინმა მფარველების საშუალებით მოახერხა.

2010 წელს მარინა სალიემ ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ინტერვიუ მისცა რადიო „თავისუფლებას“ (http://www.youtube.com/watch?v=FacM4-wzLAg).

როგორც ამბობენ, სწორედ რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტები იყვნენ ერთადერთნი, ვისაც სალიემ თავისი არქივი და დღეს უკვე საჯაროდ ქცეული კომპრომატები ანახა პუტინზე.

მარინა სალიეს გარდაცვალების შემდეგ ითქვა, რომ მან „პირად შეურაცხყოფად აღიქვა ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“. სალიეს და რუსეთის ახალ პრეზიდენტს, წლების შემდეგაც კი მტრებად მოიხსენიებდნენ.

გამოქვეყნებული დოკუმენტების ხილვა შესაძლებელია მისამართზე:
http://www.facebook.com/media/set/?set=a.384728321551803.94156.273762169315086&type=1

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს2
„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს3
პოლიციის აღლუმი გორში გაიმართება4
ბენ ლადენის ცოლები საუდის არაბეთმა შეიფარა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X