GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
არასამთავრობო ორგანიზაციები: ფონდ „ქომაგის“ საქმიანობის „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირება ხდება
14:37 15.05.2012
დღის სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაციები საქველმოქმედო ფონდ „ქომაგთან“ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებიდან გამომდინარე, ფონდის საქმიანობის „ქართულ ოცნებასთან ასოცირება ხდება.

აქედან გამომდინარე, არასამთავორბო ორგანიზაციები, მოუწოდებენ ნებისმიერ პირს თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც შესაძლოა ამომრჩევლის მოსყიდვად იქნას აღქმული. ვინაიდან, აღნიშნულმა ქმედება შესაძლოა პასუხისმგებლობის ქვეშ დააყენოს არა მარტო  პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები/მათ სასარგებლოდ მოქმედი პირები, არამედ, მატერიალური სიკეთის მიმღები პირებიც.

„ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი „ქომაგი“. გაზეთ „რეზონანსის“ 14 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობენ ფონდის სამომავლო გეგმებზე, რაც იწვევს  ფონდის საქმიანობის ასოცირებას  მოძრაობა  „ქართულ ოცნებასთან“. სტატიიდან ირკვევა, რომ ფონდი პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულ პირებს ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას გაუწევს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ფონდი დაზარალებულ მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს, აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა ხარჯებს. მისცემს წართმეული სოციალური შემწეობისა და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას... საჭიროებიდან გამომდინარე 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას გამოუყოფს“,- ნათქვამია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური მიზნით, როგორც პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირდაპირ, ასევე, არაპირდაპირ (სხვა პირის მეშვეობით) ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზებას, დაპირებას, გადაცემას ან გაწევას, ასევე,  წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნას ან მიღებას.“

„მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას ამომრჩევლის მოსყიდვად, ვინაიდან მატერიალური ფასეულობების გადაცემა პოლიტიკური მიზნით წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე. ამასთანავე, ამ ქმედებამ შესაძლოა პასუხისმგებლობის ქვეშ დააყენოს არა მარტო  პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები/მათ სასარგებლოდ მოქმედი პირები, არამედ, მატერიალური სიკეთის მიმღები პირებიც“,- აცხადებენ არასამთავრობოები.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს1
გორში იუსტიციის სახლი გაიხსნა2
პრეზიდენტმა თელავში იუსტიციის სახლი და „ნადიკვარის“ პარკი გახსნა (VIDEO)3
აქვსენტი გიორგაძე “ტოურნფილში” გადავიდა4
დავით გამყრელიძემ ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X