GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"დემოკრატიული მოძრაობა" ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭებას ეწინააღმდეგება
15:25 15.05.2012
დღის სიახლეები

"დემოკრატიული მოძრაობა" ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭებას ეწინააღმდეგება. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

„დემოკრატიული მოძრაობა“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღნიშნული ტიპის ცვლილებას, რადგან პირდაპირ ჩნდება სახელმწიფოებრივი ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ანუ სამართლებრივი კავშირი აქვს ერთ ქვეყანასთან, რაც თავისთავად ამ ქვეყნისადმი მის  უფლებებსა და ვალდებულებებს ითვალისწინებს, ხოლო მეორეს მხრივ, ეძლევა შესაძლებლობა საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებაზე ხელმისაწვდომობისა, რის გამოც კონკრეტულ შემთხვევაში ჩნდება ეროვნული უსაფრთხოების დაცვის პრობლემა.

აღნიშნული ცვლილება, ასევე, არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შემცირებას ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რაც თავისთავად ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნისათვის და ღირსეული საზოგადოებისათვის  კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს“,- ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საარჩევნო უფლებამოსილებებს ანიჭებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"საუკუნის ქურდობაში" ბრალდებულთა საქმის განხილვა განახლდება1
მერაბიშვილი: მირჩევნია ვიყო 4500 სოფლის რწმუნებულის მინისტრი, ვიდრე 18 მინისტრის2
54 წლის მამაკაცი მეცხრე სართულიდან გადმოხტა3
ქსენია სობჩაკს ჩხრეკისას ამოღებულ ფულს ჯერ არ უბრუნებენ4
პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურით მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X