GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნინო კალანდაძე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს
10:32 16.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, გაკეთებულ განცხადებაზე, განმარტება გააკეთა.

აღნიშნული კომენტარი, მინისტრის მოადგილის სოციალურ ქსელ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

კალანდაძის განმარტებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დღემდე მიმდინარეობს. სახელმწიფოთაშორისი სადელიმიტაციო კომისიების მიერ ამ დროისათვის საზღვრის 66%-ია შეთანხმებული.

„ინტერნეტ.ჯი“ განმარტების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, არაერთხელ მოხდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული კომენტარის განზრახ თუ უნებლიედ მცდარად ციტირება. ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ სპეკულაციებსაც. ფაქტები კი არის შემდეგი:

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დღემდე მიმდინარეობს. სახელმწიფოთაშორისი სადელიმიტაციო კომისიების მიერ ამ დროისათვის საზღვრის 66%-ია შეთანხმებული. შეუთანხმებელ მონაკვეთთა შორის არის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის დაახლოებით 2%, მათ შორის უდაბნოს მონასტრის სენაკები და მასთან მისასვლელი ბილიკები, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ხსენებული 2% საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული ადმინისტრაციული დაყოფით აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონტროლქვეშ მოექცა. შესაბამისად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დანარჩენი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეა.

იმის გათვალისწინებით, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალ უდაბნოს მონასტერში მოღვაწეობენ სასულიერო პირები და მას სტუმრობენ მომლოცველები, ტურისტი-დამთვალიერებლები, აზერბაიჯანული მხარე, ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, წლების განმავლობაში, ამ ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას არ ზღუდავდა. დაახლოებით 10 დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართულ მხარეს განუცხადეს, რომ უდაბნოს მონასტერის ტერიტორიაზე, მხოლოდ სასულიერო პირებსა და მესაზღვრეებს შეუშვებდნენ. ამჟამად, ჩვენი ძალისხმევა აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა მსურველისათვის თავისუფალი გადაადგილების კვლავ უზრუნველყოფისაკენ არის მიმართული. ცხადია, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებების წარმართვისას ქართული სახელმწიფოს ინტერესებით ხელმძღვანელობს.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მთლიანად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისადმი კუთვნილების საკითხი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში არასოდეს დამდგარა და არც დღეს დგას კითხვის ქვეშ.  ის ერთმნიშვნელოვნად ქართული კულტურის ძეგლია.

რაც შეეხება სამონასტრო კომპლექსის ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე ყველა მსურველის თავისუფლად გადაადგილებას, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საკითხი, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულებამდე, ორ ქვეყანას შორის ტრადიციული კეთილმეზობლური და მეგობრული სულისკვეთებით გადაწყდება“,- ნათქვამია განცხადებაში.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს1
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება2
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ3
„თბილისობა 2012“ 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება4
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X