GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მედვედევი ბირთვული ომით იმუქრება
15:12 17.05.2012
დღის სიახლეები

რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევამ, შედეგად, შესაძლოა, ფართომასშტაბიანი ომი გამოიწვიოს, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებით.

ამის შესახებ მედვედევმა სანკტ-პეტერბურგში მეორე საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე განაცხადა, რომელიც დღეს დაიწყო.

„ნაჩქარევი სამხედრო ოპერაციების შედეგები უცხო სახელმწიფოებში, როგორც წესი, ხელისუფლებაში რადიკალების მოსვლით მთვარდება. რაღაც მომენტში ასეთი მოქმედებები, რომლებიც ძირს უთხრიან სახელმწიფო სუვერენიტეტს, შეიძლება დამთავრდეს სრულფასოვანი რეგიონალური ომით და თანაც, არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ - ბირთვული იარაღის გამოყენებით,“ - განაცხადა მედვედევმა.

მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, ზოგიერთი საერთაშორისო კანონის სამართლებრივი მხარე მოძველებული იყოს, მაგრამ ძირითადი საერთაშორისო ნორმები და მისი საფუძვლები ურყევი უნდა იყოს. ამასთან, მედვედევმა საშიში უწოდა მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას.

რუსეთის პრემიერის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში  ბევრი მაგალითი არსებობს სახელმწიფო სუვერენიტეტის დოქტრინის ხელყოფისა.

„სამხედრო ოპერაციები, რომლებიც გაეროს გადაწყვეტილების გარეშე ტარდება, განცხადებები იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ რეჟიმმა დაკარგა ლეგიტიმურობა (თანაც სხვა სახელმწიფოს მხრიდან და არა ამ ქვეყნის ხალხის მხრიდან), კოლექტიური სანქციების შემოღება საერთაშორისო ინსტიტუტების გვერდის ავლით - ეს ყველაფერი არ გააუმჯობესებს სიტუაციას მსოფლიოში“ - განაცხადა მედვედევმა.

Internet.ge

 



აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კომერციული ტარიფი ძვირდება, სამომხმარებლო - არა1
იური ჩაუსოვი: ბელორუსის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შანსი ნულის ტოლია2
მიხეილ სააკაშვილი ჰილარი კლინტონს ესაუბრა3
პატრიარქი პატიმრებს მოინახულებს4
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 29 ოქტომბერს დამტკიცდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X