GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მსოფლიო ლიდერები "დიდი რვიანის" ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ
11:53 20.05.2012
დღის სიახლეები

ამერიკაში სამდღიანი დიპლომატიური შეხვედრა იმართება. კემპ-დევიდში შეკრებილი მსოფლიო ლიდერები ფინანსურ პრობლემებს, საბერძნეთის ევროზონაში დარჩენისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

"დიდი რვიანის" სამიტს პირველად ესწრება საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. ის უკვე შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას. 

„დიდი რვიანის“ ლიდერების გუშინდელი განხილვის მთავარი თემები ევროკრიზისის პრობლემა, ასევე, სირიასა და ირანში არსებული სიტუაცია იყო. 

აშშ-მ შეხვერდის ბოლოს ევროფინანსებთან დაკავშირებით საკუთარი იდეა წამოაყენა: ხარჯების ზრდა სამშენებლო ინფრასტრუქტურაზე - გზები, სკოლები, საავადმყოფოები, - რამაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი.

ევროკავშირის არაფორმალური ლიდერი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კვლავ მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის გატარების მომხრეა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინის არყოფნისას, ეს ალბათ, ერთადერთი საკამათო საკითხი იყო G8-ის წევრებს შორის.

„ჩვენ ერთსულოვანნი ვართ ირანთან მიმართებაში. ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ ქვეყანას აქვს სამშვიდობო ბირთვული პროგრამის არსებობის უფლება, ისევე, როგორც იმაზე, რომ საერთაშორისო ნორმების დარღვევა ირანის მხრიდან კვლავ გრძელდება. ამ ქვეყანამ ვერ დაარწმუნა საერთაშორისო საზოგადოება თავისი პროგრამის მშვიდობიან ხასიათში. და ეს ჩვენ ყველას გვაღელვებს,“ - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და დაამატა: - ჩვენ ვიმსჯელეთ სირიის შესახებაც და ვთვლით, რომ უპირატესია ამ საკითხის მშვიდობიანად მოგვარება და ხელისუფლებაში ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა.“

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასდაკლება ამოქმედდა1
ბიძინა ივანიშვილი: საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკა არაკოსნსტრუქციული იყო2
მშობლებმა შვილი დაავადების გამო მიატოვეს3
საავადმყოფოდან ჩვილი მოიპარეს4
დიმიტრი შაშკინმა მედიას სამინისტროს ახალი კონცეფცია გააცნო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X