GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბელა ალანიას განცხადებით, ნათელაშვილს 100 ათასი ევრო პატარკაციშვილმა ჩაურიცხა
21:11 20.05.2012
დღის სიახლეები

შალვა ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია  Tribuna.ge-ში შალვა ნათელაშვილის დეკლარაციის შესახებ გამოქვეყნებულ მასალას გამოეხმაურა და განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. 

"საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს თითოეული კაპიკის წარმომავლობა. მითუმეტეს, როდესაც პიროვნება არის საჯარო მოხელე ანუ დეკლარანტი. დეკლარაციაში ეს თანხა 4 წელია წერია. ხელისუფლებამ უკვე გადაამოწმა მათი წარმომავლობა. ახლა ივანიშვილი დაინტერესდა ამ თანხით. 2008 წლის დეკლარაციაში მითითებული იყო ანგრიშის გახსნის დრო, ადგილი, გამომგზავნის ვინაობები," - წერს ბელა ალანია და დეტალურად ყვება თუ როგორ მოხვდა შალვა ნათელაშვილის ანგარიშზე დიდი ოდენობით თანხები.

ბელა ალანია: "ვაცხადებ: 1. საბანკო ანგარიში ვენაში გაიხსნა შალვა ნათელაშვილის ოპერაციის დღეს, 2008 წლის 30 იანვარს. სასწრაფო გადაუდებელ ოპერაციას შევხვდი მოუმზადებელი. ვენამდე გზის ხარჯები გაიღო პატრიარქმა. ვარაუდი, იმის თაობაზე, რომ კორონოგრაფია დაგვჭირდებოდა, სამწუხაროდ აღმოჩნდა არასწორი.

იძულებული გავხდი დავკავშირებოდი ბადრი პატარკაციშვილს, შალვას მეგობრებს, თანაკურსელებს, ემიგრანტები თავისთავად გვერდით დამიდგნენ.

თანხის მოძიებამდე თავდებში დამიდგა ლევან პირველი თავისი საბანკო ანგარიშით. მეორე დილით ბატონმა ბადრიმ ჩამირიცხა 100 ათასი ევრო, ასევე ჩამირიცხეს: ანზორ კიკალიშვილმა, შალვა წიკლაურმა, ინგუშთა საკრებულოს თავმჯდომარემ გერმანიაში, დარეჯან პოლმანმა, ოფისიდან თანაპარტიელებმა... ბოდიშს ვიხდი,რომ ამ ადამიანების შეწუხება დამჭირდა.

2. საქართველოში თანხების მოსაძიებლად დახმარებას დამპირდა პროფესორების ჯგუფი უნივერსიტეტიდან: ქ-ნი დენიზა სუმბაძე მივიდა ”ქართუ ჯგუფში” და სთხოვა ოპერციის ფული... ეს პატარკაციშვილის გადმორიცხვამდე, რა თქმა უნდა, ქ-ნ დენიზას უარი უთხრეს დახმარებაზე - ”ჩვენ ასეთ რამეს არ ვაფინანსებთო”. რა თქმა უნდა, ვერავის აიძულებ დახმარებას. ეს ნებაყოფლობითია. მითუმეტეს, როცა ”ქართუს” სხვა პრიორიტეტები აქვს."

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს დელეგაცია გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით უკრაინაში იმყოფება1
ბათუმში საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი გაიხსნება2
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 30 ოქტომბრისთვის3
მერაბიშვილი: ფულს სუნი არ უდის და ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია4
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X