GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ნატო ჩვენთვის იმაზე მეტია, ვიდრე დიპლომატიური არჩევანი
11:16 21.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ჩიკაგოში, ახალგაზრდა ანალიტიკოსებთან შეხვედრაზე ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო რეგიონში ენერგო ტრანზიტის კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

„საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა აქვს და ენერგო ტრანზიტის კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუ საქართველო და ქართული დემოკრატია წაიქცევა, მაშინ მთელი ცენტრალური აზია, კასპია და ჩრდილოეთ ჩინეთის ეკომომიკური მარშრუტი შეიცვლება. გაწყდება ავღანეთთან კავშირი. ამიტომ, ნატო ჩვენთვის იმაზე მეტია, ვიდრე დიპლომატიური არჩევანი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ანალიტიკოსებს საქართველოში განხორციელებული რეფორმები გააცნო. 

„სამართლის კანადურმა ცენტრმა, თავის კვლევაში აღნიშნა, რომ ქართული ბიუროკრატია ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ეფექტურია ახალი ზელანდიის შემდეგ. ჩვენ გვაქვს ქონებისა და კომპანიების უსწრაფესი რეგისტრაცია. ჩვენთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე იოლია ბიზნესის კეთება. ხოლო „იბიარდის“ მონაცემებით, საქართველო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა ევროპაში. საქართველოს აქვს მსოფლიოში უსწრაფესი საბაჟო და ყველაზე სწრაფი საგადასახადო პროცედურა, რადგან თითქმის ყველა გადასახადი ელექტრონულად ირიცხება“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აქვე განმარტა, რომ საქართველომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მენტალური რევოლუციაც მოახდინა.

„ყველაზე დიდი მიღწევა მენტალური რევოლუციაა, ასევე მნიშვნელოვანია როგორ უყურებენ მოქალაქეები ქვეყანას და პასუხისმგებლობებს. თუ შეადარებთ ქართული ტელევიზიების 10 წლის წინანდელ კადრებს ნახავთ, რომ ფერებიც კი სხვანაირია. სახელმწიფო უწყებების შენობების  უმრავლესობა გამჭვირვალეა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გარკვეული სიმბოლოა“,- განმარტა მიხეილ სააკაშვილმა ჩიკაგოში სიტყვით გამოსვლისას.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს2
ბენ ლადენის ცოლები საუდის არაბეთმა შეიფარა3
„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს4
დავით ნარმანია საშემოდგომო გაწვევის პროცესს დაესწრო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X