GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნატო: საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი
13:35 21.05.2012
დღის სიახლეები

საქართველომ მიაღწია პროგრესს იმ პირობების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია ნატოში შესასვლელად - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ მიღებულ დეკლარაციაში, რომელიც ნატოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული და რომლის რამდენიმე პუნქტიც საქართველოს ეხება.


დოკუმენტში ცალსახადაა ნათქვამი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.


„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ მივესალმებით პროგრესს, რომელსაც ამ ქვეყანამ ბუქარესტის სამიტის შემდეგ მიაღწია. ის პასუხობს ალიანსის მოლოდინებს“ - ნათქვამია დოკუმენტში.


მასში ასევე აღნიშნულია, რომ ნატო კვლავაც აგრძელებს საქართველოში იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც ალიანსში შესვლისთვისაა აუცილებელი, მათ შორის, არჩევნების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.


დოკუმენტში ხაზგასმულია 2012 და 2013 წლებში საქართველოში გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, ასევე მითითებულია იმ წვლილის შესახებ, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით მიუძღვის.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მხარეები კავშირების, პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოებაზეც შეთანხმდნენ.


და ბოლოს, ალიანსი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აცხადებს, რომ ქართული მხარე ევროკავშირის ეგიდით გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად მოქმედებს - იგულისხმება ცეცხლის შეწყვეტა და ნდობის გამყარების მიმართულებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებები.


ამადე დოკუმენტში ალიანსი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.


„ჩვენ ვადასტურებთ უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მივესალმებით საქართველოს ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა და მოვუწოდებთ რუსეთს იგივე გააკეთოს.

 

ასევე, კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რაიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მხარეს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი, ასევე განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოსთან, გაეროსთან და ევროკავშირთან და გააგრძელონ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე წარმოქმნილი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება“ - ნათქვამია ალიანსის დეკლარაციაში.


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს1
გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას პატრიარქის ეპისტოლეზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს2
წიკლაური: როგორ შეიძლება ასეთი ცვალებადი ფსიქიკის ადამიანს ქვეყანა ვანდოთ?3
თაქთაქიშვილი: ივანიშვილის მოთხოვნები გვაფიქრებინებს, რომ მათი მიზანი არჩევნების შემდგომ არეულობის გამოწვევა4
პარლამენტში სრულიად ახალი რეგლამენტის ინიცირება მოხდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X