GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თარგამაძე: სექსულური უმცირესობების აქცია გასეირნებად არ უნდა შეფასდეს
14:18 22.05.2012
დღის სიახლეები

„ქრისტიან-დემოკრატები“ საზოგადეობის მორალური ინტერესების დაცვის მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოდიან.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, გიორგი თარგამაძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც მისი უწმინდესობის მიერ ეპისტოლეში გამოთქმული გაფრთხილება სოდომისეული ცოდვის პოპულარიზებასთან დაკავშირებით მწავე რეალობად იქცა, საზოგადოებამ თბილისის ქუჩებში გეი აღლუმიც კი იხილა.

დეპუტატის შეფასებით, მისი გუნდი ძალადობის წინააღმდეგია, თუმცა,  მიუღებელია, რომ მომხდარი ფაქტი, როგორც სექსულური უმცირესობების, ასევე მათი მხარდამჭერების მხრიდან, მშვიდობიან გასეირნებად შეფასდეს.

„ასეთი სეირნობები მსგავსი აქტივობების მიზანი არ არის, არამედ ის არის ძალიან შორს გამიზნული და მნიშვნელოვანი მოვლენის დასაწყისი, რომლის საბოლოო შედეგი უნდა იყოს საქართველოში ჰომოსექსუალობის, მამათმავლობის, გარყვნილების, გახრწნოლობის, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის მორალური და სამართლებრივი ლეგალიზაცია. მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც სექსუალურ უმცირესობებს დიდი ხანია პრობლემები არ აქვთ და მათ შორის არც საქართველოში,  ისინი ამით არ კმაყოფილდებიან და რიგ ქვეყნებში, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებენ. საქართველო საერო – სეკულარული სახელმწიფოა და მხარს უჭერს ეკლესიის გამოყოფას სახელმწიფოდან, საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო რელიგიური ფასეულობებისგან და ღირებულებისგან დაცლილი უნდა იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

კანონმდებელის მოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუცია იმ ღირებულებებს უნდა პასუხობდეს, რომელიც ასეთი ქვეყნის მრავალეთნიკური საზოგადეობისთვის მნიშვნელოვანია.

„ცალკეული ევროპული ქვეყნების მაგალითი ვერ იქნება განმსაზღვრელი, რადგან იქ გაცხადებული ათეისტების რაოდენობა 50 პროცენტს აჭარბებს, საქართველოში კი, საბდენიეროდ, ძლიერია ტრადიციული ღორებულებები და 90 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ მოწრმუნე ქრისტიანია, როგორც მართლმადიდებელი, ასევე გრიგორიანელი და 7 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ მორწმუნე მაჰმადიანია. საზოგადეობას საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს ვთავაზობთ, სადაც ხუთი ცვლილებაა მოცემული. ჩვენ არავის არ ვებრძვით. ჩვენ ჩვენი ტრადიციული ცხოვრების წესს ვიცავთ, რადგან  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იმ სახით იყოს, როგორიც  წინაპრებმა მოგვიტანეს“, – განაცხადა მან.  

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გრიგორი კარასინი: ჩვენ კარგად ვიცნობთ ზურაბ აბაშიძეს1
არჩევნების შედეგების მიხედვით უკრაინის რადაში 5 პოლიტიკური პარტია მოხვდება2
გიორგი ბარამიძე: იქნებ პუტინის ინტერესების გამტარებელი ხართ?!3
გაფიცულ მაღაროელებს ხელფასებს 10%-ით გაუზრდიან4
„ლიბერთი ბანკი“ სათამაშო იარაღით დააყაჩაღეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X