GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქუცნაშვილი: თუ საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის
13:27 23.05.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, რომ ბიზნესმენს ურჩევნია არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს, ვიდრე ქვეყნის მთავარი დოკუმენტის „ხელყოფას“ დათანხმდეს.

როგორც ივანიშვილის ადვოკატმა „ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა, პარლამენტის მიერ შემუშავებული კონსტიტუცია აბსურდზეა დამყარებული.

„კონსტიტუციის ხელყოფის ფაქტი გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს არა მოქალაქეს შეუძლია ქვეყნის უმაღლესი პირის სტატუსისთვის იბრძოლოს. ეს იგივეა რაც ოჯახის უფროსად დანიშნო არა ოჯახის წევრი. ბატონი სააკაშვილი თუ აღნიშნულ ცვლილებას დაამტკიცებს ივანიშვილი არჩევნებზე უარს იტყვის“,- განაცხადა ქუცნაშვილმა.

„ინტერნეტ.ჯი“-ს შეკითხვაზე თუ საქართველოს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის ულტიმატუმს არ დასთანხმდება, რა სტატუსით იბრძოლებს კოალიციის ლიდერი, ადვოკატი ამბობს, რომ ივანიშვილი გააგრძელებს აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას იმ ფარგლებში, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენს.

„ღია წერილში ბატონი ბიძინა ამბობს, რომ ცვლილებებით არ ისარგებლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან აცხადებს, რომ კანონით გათვალისწინებული ნორმებით იბრძოლებს და იგივეს გააკეთებს“,- დასძინა ქუცნაშვილმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისში ანდერს გოფ რასმუსენს ელოდებან1
გორის სამხედრო ნაწილში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს2
თუშეთის და ვაშლოვანის ეროვნული პარკებისათვის, კავკასიის ბუნების ფონდმა 604 000 ევრო გამოყო3
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება4
„ადამიანი ხე“ განკურნების მოლოდინშია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X