GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შეხვდა
10:21 29.03.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, ლი მიონ-ბაკს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.  

ლი მიონ-ბაკმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უნდა განვითარდეს, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და ენერგეტიკის მხრივ.

შეხვედრისას, სეულისა და თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებაც დაიგეგმა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. საუბრისას, პრეზიდენტები საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსაც შეეხნენ.

სამხრეთ კორეის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არაკორუმპირებული გარემოთი, გამჭვირვალეობითა და რეფორმების შედეგებით, მთელ რეგიონში უნიკალურია.    

მხარეებმა ყურადღება სეულში გამართული ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მნიშვნელობასა და 2010 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრეს. ლიდერებმა სამიტის შედეგები შეაჯამეს და მას წარმატებული უწოდეს. მათ ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივა ამ მიმართულებითაც დასახეს.

კორეის პრეზიდენტის ლი მიონ-ბაკის თქმით, საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყანას, მეტად მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც ზოგადად რეგიონისთვის, ისე კორეის რესპუბლიკისთვის. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
იზოლატორში ცემის შემდეგ დაკავებული კომაშია1
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო2
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით3
საარჩევნო სუბიექტები აუდიტის სამსახურს ანგარიშებს წარუდგენენ4
შსს: დაჩი ცაგურიამ პოლიციელს პერანგი შემოახია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X