GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქართული მხარე მინისტერიალის წევრების მიმართ ეფექტური მუშაობისთვის მადლიერებას გამოხატავს
18:28 25.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 122-ე შეხვედრასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში, მრავალმა ქვეყანამ შეახსენა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რუსეთის ფედერაციის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებების თაობაზე და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობის შესახებ.

ქართული მხარე გამოხატავს მადლიერებას გაერთიანებული სამეფოს თავმჯდომარეობისადმი ეფექტური მუშაობისათვის და წარმატებებს უსურვებს მინისტრთა კომიტეტის ალბანეთის თავმჯდომარეობას.

„მინისტერიალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დღის წესრიგის შემდეგ საკითხს - „საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშემშლელი გარემოებების დაძლევა". ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ მინისტრთა კომიტეტის პოლიტიკურ დღის წესრიგში ამ საკითხის შენარჩუნებით, ევროპის საბჭო ხელს შეუწყობს ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრას არა მხოლოდ ეთნიკური წმენდის შედეგად დაზარალებულთათვის, რომელთა უფლებები, მათ შორის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნება კვლავაც ირღვევა ოკუპანტი ქვეყნის მიერ, არამედ სასარგებლო იქნება ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოსათვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

ქართული მხარე მიესალმება მინისტერიალზე წევრი ქვეყნების მიერ დაფიქსირებულ პოზიციას „საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშემშლელი გარემოებების დაძლევის" საკითხის თაობაზე და შესაბამისად, აფასებს მათ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მინისტერიალის დღის წესრიგში შედიოდა შემდეგი საკითხები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის კონტროლის მექანიზმების ეფექტურობის ხანგრძლივი ვადით უზრუნველყოფა; ევროპის საბჭოს პოლიტიკა მეზობელი რეგიონების მიმართ; ევროპის საბჭოს რეფორმირების პროცესი და საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშემშლელი გარემოებების დაძლევა.

მინისტერიალის ფარგლებში, ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით კომუნიკაციაში ყურადღება გამახვილდა ოფიციალური დღის წესრიგის ყველა საკითხზე, მათ შორის, ხაზგასმით აღინიშნა ევროპის საბჭოს რეფორმირებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის კონტროლის მექანიზმების ეფექტურობის ხანგრძლივი ვადით უზრუნველყოფის მნიშვნელობა, ასევე მეზობელი რეგიონის სახელმწიფოებისათვის დახმარების გაწევა ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და პრინციპების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლების გზით.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
Rope-Jumping-ის კომპანია ბიძინა გუჯაბიძესა და მის შვილს ეკუთვნის1
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს2
სამომხმარებლო ფასების დონე 0.9 პროცენტით შემცირდა3
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ4
მინდია გულუა „პრესა.ჯი“-ს კალაძესა და ე.წ. "ქურდული სხადნიაკის" შესახებ ესაუბრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X