GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„თავისუფალი კავკასია“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და თანადგომას ჰპირდება
16:58 26.05.2012
დღის სიახლეები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა თავისუფალი  კავკასია, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გამძლეობას უსურვებს „რუსეთის იმპერიული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ყველა იდეოლოგიურ და შეიარაღებულ პროვოკაციას იყენებს, რათა ჩამოაგდონ კანონიერი ხელისუფლება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახით და ქართული სახელმწიფო თავისი გავლენის სფეროში დააბრუნონ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

მოძრაობა მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის  მიერ გაჟღერებულ იდეას თავისუფალი კავკასიის შესახებაც და აღნიშნავს, რომ მისი წევრები - საქართველოს, აზერბაიჯანის, ჩეჩნეთის, დაღესტნის, ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის წარმომადგენლები, სოლიდარულნი არიან საერთაშორისო არენაზე ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური და დიპოლომატიური ნაბიჯების მიმართ, კერძოდ, „2008 წელს რუსი აგრესორების მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების საკითხის მიმართ“.

„თავისუფალი კავკასიის“ სახელით გამოქვეყნებული დღევანდელი დღის მისალოცში აღნიშნულია, რომ  საქართველოში რუსეთის მორიგი შესაძლო შეჭრის შემთხვევაში, საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე, ორგანიზაციის წევრები მზად არიან, საერთოკავკასიური სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე, ქართულ სახელმწიფოს პოლიტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერა აღმოუჩინონ.საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი კავკასია“ 2008 წელს დანიაში დაფუძნდა. მოძრაობის მიზანი მსოფლიოში მოქმედი კავკასიის დიასპორების გაერთიანებაა.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
“ლიბერთი ბანკის" ოფისში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა1
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?2
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს3
ზაქარია ქუცნაშვილი: პირადად დაგიჭირეთ მხარი, როცა პრეზიდენტი გახდით4
თბილისის მერი: ჩემი ბრძანებით, ბაღების სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X