GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სემნები: ომის დროს დასავლეთმა თბილისს მხარი სრულად არ დაუჭირა
20:50 26.05.2012
დღის სიახლეები
ევროკავშირს არ აქვს სრული ზემოქმედების ბერკეტები სამხრეთ კავკასიაზე, რამდენადაც ყოველ ქვეყანას რეგიონში, თავისი ინტერესები აქვს, - განაცხადა ევროკავშირის ყოფილმა სპეცწარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ.

„ეს ნიშნავს, რომ საჭიროა ყურადღება, სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში ბერკეტების გამოყენებისას. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს ევროკავშირთან ურთიერთობებზე საკმარისად განსხვავებული შეხედულებები აქვთ“ - განაცხადა სემნებიმ საერთაშორისო კონფერენცია „კავკაზ-2011“-ის მსვლელობისას - იუწყებიან სომხური გამოცემები.

სემნებიმ აღნიშნა, რომ საქართველოში, დასავლეთთან მიმართებაში, მას შემდეგ, რაც მან არასრულად დაუჭირა თბილისს მხარი 2008 წლის ომის დროს, არსებობს გარკვეული სიფრთხილე.

„ბევრი ქართველი ლიდერი ეჭვობს, რომ ევროინტეგრაციამ მათ შეიძლება ხელები შეუკრას, მათ შორის, ნაციონალური ინტერესების თვალსაზრისით. ბევრი დავალება ევროპის მხრიდან, საქართველოს სურვილის ფონზე - ააშენოს ლიბერალური ეკონომიკა, განიხილება, როგორც ნაბიჯი უკან,“ - განაცხადა სემნებიმ.

ამავდროულად, მისი თქმით, აზერბაიჯანისთვის, რომელიც მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკას ატარებს, დასავლეთი ერთ-ერთი ვექტორია.

„მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ვექტორია დაცვისათვის. აზერბაიჯანისთვის გეოპოლიტიკური სიტუაცია სულ სხვაგვარი იქნებოდა, რომ არა ეს ვექტორი. პირველ რიგში, თანამშრომლობა მიმართულია უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებზე“ - განაცხადა მან.

სომხეთს კი სემნების აზრით, აშკარად სურს ბალანსი შეინარჩუნოს ორ ვექტორს - რუსეთსა და დასავლეთს შორის.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ 2011-2012 წლებში დასავლეთის ურთიერთობა სამხრეთ კავკასიასთან შესამჩნევად მშვიდი იყო, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც ადრე შეშფოთებას იწვევდა, კერძოდ, „ღია კონფლიქტებთან“ მიმართებაში.

„ეს ქმნის გარკვეულ ტენდენციას დასავლეთის მხრიდან - გაყინოს სტატუს-ქვო სიღრმისეული პრობლემების გადაწყვეტის გარეშე,“ - განაცხადა სემნებიმ.

მან ასევე ხაზი გასუვა, რომ მართალია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიას დასავლეთი შედარებით მშვიდ რეგიონად თვლის, მაგრამ არსებობს მრავალრიცხოვანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საშიში საკითხები, რომლებიც გადაუჭრელი რჩება - ეს ქართულ-რუსული და სომხურ-თურქული ურთიერთობებია, ასევე მთიანი ყარაბაღის პრობლემა და „უნდა შევახსენოთ პარტნიორებს დასავლეთში, რომ ეს საკითხები დასავლეთისთვის საფრთხეს ქმნის, თუკი გადაუწყვეტელი დარჩება,“ - განაცხადა სემნებიმ.  

Internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოძალადემ ქალი სახლიდან იძულებით გაიყვანა და გააუპატიურა (VIDEO)1
ვახტანგ ხმალაძე კალაძის ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეხვედრას არ გამორიცხავს2
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს.3
მიწისძვრა ონში4
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X