GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი რიგაში შოთა რუსთაველის ბარელიეფს გახსნის
13:40 29.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის ოფიციალური ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში, დღეს დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში, რიგის სასახლეში გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი, რის შემდეგაც საქართველოსა და ლატვიის პირველი პირები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი და ანდრის ბერჟინი ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს გამართავს ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ვალდის დომბროვსკისთან, სეიმის თავმჯდომარესთან სოლვიტა აბოლტინასთან და ქვეყნის სხვა ოფიციალურ პირებთან.

ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმში და ეწვევა ლატვიის უნივერსიტეტს, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.

ქვეყნის პირველი პირი სხვა ოფიციალურ და კულტურულ ღონისძიებებს დაესწრება, მათ შორის, რიგაში იგი შოთა რუსთაველის ბარელიეფს გახსნის და ISAF-ის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველ ფოტოგამოფენას დაათვალიერებს სახელწოდებით „ერთად საერთო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის - საქართველო ISAF-ში“.

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ლატვიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ყველაზე ძვირადღირებულ ყავას სპილოს ფეკალიებისგან იღებენ1
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი განცხადებას ავრცელებს2
ფინანსთა მინისტრის პოსტზე ირაკლი მანაგაძის კანდიდატურა განიხილება3
თურქულმა ავიაკომპანია „პეგასუს ეარლაინსმა“ სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო4
რუსეთში ბრილიანტის უდიდესი საბადო აღმოაჩინეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X