GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მცხეთის ოფისის აქტივისტებმა „ქართული ოცნება“ დატოვეს
16:05 29.05.2012
დღის სიახლეები

მცხეთის შტაბი, რომელსაც ამ დრომდე ვაჟა თათარაშვილი ხელმძღვანელობდა 15-მდე აქტვისტმა დატოვა. მიზეზი შტაბის ახალი ხელმძღვანელი მადონა ჯიქიაა.

ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ აქტივისტთა რიგების დატოვების მიზეზად ჯიქიას მმართველ პარტიასთან თანამშრომლობას ასახელებენ.

„ინტერნეტ.ჯი“ დაუკავშირდა ვაჟა თათარაშვილს, თუმცა მან ჩვენთან გასაუბრება ვერ შეძლო.

თათარაშვილის მეუღლემ დაკავებული დანამდებობიდან მისი გაშვება დაგვიდასტურა.

„ვაჟას ახლა საუბარი არ შეუძლია, მას გული აწუხებს. ეს წუთია დამაშვიდებელი დალია." - განგვიცხადა თათარაშვილის მეუღლემ.

განმეორებითი ზარის შემდეგ კი გვითხრა, რომ ვაჟა თათარაშვილი კვლავ შეუძლოდ არის და ვერ მოახერხებს საუბარს.

„ინტერნეტ.ჯი“ დაუკავშირდა ასევე თათარაშვილის მეგობარს და „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერს - რეზო შავიშვილს. 

შავიშვილი ‘’ინტერნეტ.ჯი"-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თათარაშვილს აქვს ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენიმე ოპერაცია აქვს გადატანილი გულზე, რის გამოც გადაიღალა და ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება.

კითხვაზე, იყო თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილი მაშინ, როდესაც ის მცხეთის ოფისის ხელმძღვანელად დანიშნეს, შავიშვილმა განაცხადა, რომ თათარაშვილს პრობლემები შემდეგ შეექმნა.

„ინტერნეტ.ჯი“-მ გადაამოწმა შავიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და გაირკვა, რომ ვაჟა თათარაშვილს არცერთი ოპერაცია არ გაუკეთებია მას შემდეგ, რაც ის მცხეთის ოფისის ხელმძღვანელად დანიშნეს.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის შტაბი 2012 წლის 7 მარტს გაიხსნა. ოფისის გახსნას კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, თინა ხიდაშელთან, ზვიად ძიძიგურთან და „ეროვნული ფორუმის“ ლიდერებთან ერთად დაესწრო.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნორა კვიციანის გათავისუფლება დღეს იგეგმება1
გაბაშვილი: მორალი იმ ადამიანებმა არ უნდა გვიკითხონ, რომლებიც ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ჟირინოვსკისთან დარბოდნენ2
არასამთავრობო ორგანიზაციები ივანიშვილს დავით დარახველიძის კანდიდატურის გადახედვას სთხოვენ3
თიბილოვი: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, თბილისთან დიალოგი შედგება4
სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი გელა გელაშვილი იქნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X