GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ცივილიზაციების გზაჯვარედინზე იმყოფება
14:51 31.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ცივილიზაციების ალიანსის პარტნიორების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საქართველო პატარა სახელმწიფოა, თუმცა ის ცივილიზაციების გზაჯვარედინზე იმყოფება.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, საქართველო არის ლაბორატორია და მოდელი იმისა, რომ თვითმყოფადობის შენარჩუნების გათვალისწინებით, მშვიდობიანი თანაარსებობა შესაძლებელია.

„კულტურათა რელიგიებისა და ცივილიზაციების დიალოგი უმნიშვნელოვანესია, პროცესები რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ძალთა ახალი ბალანსის ჩამოყალიბება. ახალ ბალანსს კი, დღეს ახალი იდეები და შესაძლებლობები გვკარნახობს, რომელიც ხან დიდი, ხან კი მცირე ქვეყნებიდან მოდის. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ აღმოსავლეთში თურქეთი ძირითადი ლიდერის სტატუსს იძენს, როგორც მშვიდობის ინიციატორი და მოვლენების განსხვავებული ხედვის მქონე სახელმწიფო“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირონ, ქვეყანა ახერხებს ერთიანი და მშვიდობიანი თანაარსებობის გაგრძელებას.

„ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, მაგრამ ცივილიზაციების გზაჯვარედინზე ვიმყოფებით, ყველა დომინანტს თავის პოზიცია ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში. თურქეთი კი, ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან მხარს უჭერდა და ამხნევებდა საქართველოს. ცდილობდა დახმარებოდა ფეხზე დადგომაში და ახალი შესაძლებლობები შემოეთავაზებინა. ჩვენ მზად ვართ ვაშენოთ ხიდები კულტურათა შორის, ვიბრძოლოთ ყოველგავარი ჯვაროსნული ლაშქრობების წინააღმდეგ, ეს ჩვენ ვალდებულებად მიმაჩნია“,- განაცხადა სააკაშვილმა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისში ლომბარდი დააყაჩაღეს1
გურჯაანის სასამართლომ „ქართული ოცნების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა2
კოალიცია „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციებს იწყებს3
თბილისსა და ბათუმში ქართულ-შვედური ბიზნეს ფორუმი გაიმართება4
სამხედრო სწავლება „კავკაზ 2012“-სთვის რუსეთის სასულიერო პირებიც ემზადებიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X