GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: იზოლაციასა და კონფრონტაციას თანამშრომლობა დავუპირისპირეთ
15:41 31.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ყველამ დაინახა, რომ საჭირო იყო ცივილიზაციათა მშვიდობიან თანაარსებობობაზე ზრუნვა.

როგორც პრეზიდენტმა გაეროს ცივილიზაციების ალიანსის პარტნიორების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იზოლაციას და კონფრონტაციას ქვეყანამ თანამშრომლობა დაუპირისპირა.

„ცივი ომის შემდეგ ორი თეორია აღმოცენდა, ერთი იყო ცივილიზაციათა შეჯახების თეორია, მეორე კი ისტორიის დასასრულის პროგნოზსს გვთავაზობდა. თითქოს ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ ყველა მიზანი აღსრულდა და მისაღწევი არაფერი დარჩა. ძალიან მალე, დაიწყო სისხლიანი ომები თვით ევროპის ცენტრშიც კი. 11 სექტემბრის ტერაქტმა გამოგვაფხიზლა და ვითარების სირთულე დაგვანახა. ყველამ დაინახა, რომ საჭირო იყო ცივილიზაციათა მშვიდობიან თანაარსებობობაზე ზრუნვა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, 2003 წელს საქართველოს ხელისუფლების სათავეში ახალი თაობა მოვიდა, რომელმაც უარი თქვა საბჭოთა იდეებზე რაც დანაწევრებას და დაპირისპირებას გულისხმობდა.

„საბჭოთა კავშირი უაღრესად რასისტული კავშირი იყო. რასიზმი შეეხებოდა აზიელებს, აფრიკელებს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგაც იყო მიმართული. ისინი ერთმანეთს უპირისპირებდნენ ეთნიკურ და რელიგიურ განსხვავებებს და ეს მათი მართვის მეთოდი იყო. მაგრამ მე გავიზარდე ისეთ ქალაქში, სადაც მეჩეთი და სინაგოგა გვერდიგვერდ დგას - ესაა ჩვენი იდენტურობა. ჩვენ ამაყი ვართ ჩვენი მრავალფეროვნებით და ჩვენი გამოცდილებით“,- განაცხადა სააკაშვილმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა1
ქუბრიაშვილი “ტულონის” სამეოთხედფინალო განაცხადშია2
მიწისძვრა დმანისში3
ბიოლოგების დასკვნით, თაგვები მელოდიას კარგად იმახსოვრებენ4
ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლებას 6 პუნქტიანი მოთხოვნა წამოუყენა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X