GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კოლხეთის დაცული ტერიტორიის შემცირება ფოთი-ანაკლიის მაგისტრალის მშენებლობას უკავშირდება
15:47 31.05.2012
დღის სიახლეები

კოლხეთის დაცული ტერიტორიის შემცირების ოფიციალურ მიზეზად ფოთი-ანაკლიის მაგისტრალის მშენებლობა სახელდება.

როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, გოჩა მამაცაშვილმა განაცხადა, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია არ არის განსაკუთრებულად დაცული. მასზე ინფრასტრუქტურის განვითარება ისედაც იყო შესაძლებელი, შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილებით, ბევრი არაფერი იცვლება.

მისი თქმით, ფოთი-ანაკლიის გზის მშენებლობის გამო, იმ ტერიტიტორიის დაცული ტერიტორიებიდან ამორიცხვა, სადაც ასეთი გზის მშენებლობა ისედაც  იყო დაშვებული, იმისთვის გახდა საჭირო, რომ მთავრობა ინვესტორებს თამამად ესაუბროს.

კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ბობოხიძის მტკიცებით, არიან ინვესტორები, რომლებიც დაცულ ტერიტორიაზე საქმიანობას არ უფრთხიან და არიან ისეთებიც, რომლებიც თავს იკავებენ.

„ფოთი – ანაკლიის გზას სახელმწიფო გააკეთებს, ინვესტორები კი იმ ეკონომიკურ საქმიანობას გაანხორციელებენ, რაც ინფასტრქუტურის განვითარებას მოჰყვება ხოლმე. ჯერ არ არსებობს ინვესტორი, მაგრამ არსებობს დამოკიდებულება“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებება შედის, რომლის მიხედვით, კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების 842,4 ჰა  ტერიტორია, დაცული ტერიტორიად აღარ მიიჩნევა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კრიმსკელებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება ტყეში გადაყარეს (VIDEO)1
ჩეჩნეთში გაკაევის ბანდის ლიკვიდაციის ოპერაცია მიმდინარეობს2
რუსეთის დუმა საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას მხარს უჭერს3
სომხეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, პირადი შემადგენლობა შეიცვალა4
ბიძინა ივანიშვილი: პრივილეგიებით ვერავინ ისარგებლებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X