GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველო-ევროკავშირის დიალოგი ოფიციალურად გაიხსნა
19:14 04.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს, გრიგოლ ვაშაძისა და საშინაო საქმეთა ევროკომისარის სესილია მალმსტრომის შეხვედრა გაიმართა, რომლის შედეგადაც ოფიციალურად გაიხსნა საქართველო-ევროკავშირის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ.

სავიზო დიალოგის გახსნა ეფუძნება 2011 წლის 1 დეკემბერს, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, 2012 წლის მარტში საქართველოში განხორციელდა ევროკავშირის ექსპერტთა მისიის ვიზიტი, რომელმაც დადებითად შეაფასა საქართველოს მზაობა, ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დასაწყებად.

საგარეო უწყების განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით.

„დიალოგის გახსნისათვის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებათა (ძალაშია 2011 წლის 1 მარტიდან) წარმატებული და ეფექტური იმპლემენტაცია. შეთანხმებათა განხორციელების პროცესი წარმატებულად შეფასდა, როგორც განვლილი ერთი წლის მანძილზე გამართული ერთობლივი კომიტეტების, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 2011 წლის ვარშავის სამიტისა და 2011 წლის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მიერ. გარდა ამისა, საქართველოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები და რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით და ეფექტურად წარმართვას“,- აცხადებენ სამინისტროში. 

დადგენილი პროცედურების თანახმად, მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის თაობაზე შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას და საქართველოსთვის გადმოცემას, რაც მ.წ. შემოდგომაზე იგეგმება საშინაო საქმეების ევროკომისარის სესილია მალმსტრომის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.

სამოქმედო გეგმით განისაზღვრება საქართველოს მიერ განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით, სტანდართული ოთხი ბლოკის მიხედვით, რომლის წარმატებულად აღსრულების გზით, სამომავლოდ შესაძლებელი გახდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისში სასტუმრო "მილენიუმი" აშენდება1
ამერიკის საელჩო ვიზების მიღების პროცედურას ამარტივებს2
„ელიტა ბურჯი“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს3
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს4
იუსტიციის სამინისტრო ბაჩო ახალაიას პროკურატურაში ყოფნის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X