GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კლინტონი: აშშ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს
18:52 05.06.2012
დღის სიახლეები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საქართველოს სუვერენიტეტს მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა.

ჰილარი კლინტონის განცხადებით, აშშ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს  საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ჩარჩოებში.

„პრეზიდენტი და მე ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, კონფლიქტების მოგვარებაში. პატივს ვცემთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. დღეს, ჩვენ განვიხილეთ  თემები, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ხელი გაუწოდოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში მცხოვრებ ხალხს. აქ შედის ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტების უზრუნველყოფა. მზად ვართ, შესაბამისი დოკუმენტების შემოღებისთვის, რომლითაც აშშ-ში განათლების მისაღებად წასვლა გამარტივდება“,- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ამასთან, ჰილარი კლინტონი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დადგება.

მისი თქმით, ყველა ქართველი იმსახურებს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებას.

„შევხვდი ოპოზიციას, მათ განიხილეს საკითხები  საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გაღრმავების კუთხით. აშშ-ს სჯერა, რომ დემოკრატიისთვის ძალინ მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივიზმის ღია დებატები, თანაბარი სამუშო გარემო, საინფორმაციო უზრუნველყოფა, რომელსაც  არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის. მოუთმენლად ველოდებით, რომ საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.  2013 წელს  ძალაუფლების გადაცემა  დემოკრატიულად უნდა მოხდეს. ყველა პარტიამ და კანდიდატმა პატივი უნდა სცეს პოლიტიკურ პროცესს“,- დასძინა ჰილარი კლინტონმა.

internet.ge 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სამოქალაქო რეესტრი ყველაზე გავრცელებული გვარების რეიტინგს აქვეყნებს1
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება2
ურეკში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა3
უზენაეს სასამართლოში ფიცის დადების ცერემონია გაიმართა4
“მის საქართველო 2012”-ის მოდელების ფოტოსესია დინამოს საწვრთნელ ბაზაზე5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X