GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერები ასპინძის რაიონში იმყოფებიან
14:41 06.06.2012
დღის სიახლეები

"ახალი მემარჯვენეების"  თავმჯდომარე დავით გამყრელიძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ასპინძის რაიონში იმყოფებიან.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ისინი დილიდან  სოფლის მოსახლეობას ხვდებიან.

პირველი შეხვედრა სოფელ ოშორაში გაიმართა, რომელშიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტებიც ცხოვრობენ. როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, ოშორელებისთვის ტრადიციული მეცხოველეობით თავის რჩენა უკვე ძალიან რთული ხდება.

"სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და მათ შორის სათიბებზე ფასების ზრდა ისედაც მძიმე ტვირთად დააწვა სოფლების მოსახლეობას, მაგრამ ასპინძაში ადგილობრივი  ხელისუფლების მიერ  დაწესებული დანამატით საერთოდ არაადექვატურად მაღალი ფასი  დაედო სათიბებს და გლეხებს ამ ფასის გადახდა უჭირთ. საქონლის შენახვაზე დანახარჯი შემოსავალს ვეღარ ანაზღაურებს, ამიტომ  ასპინძის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა თანდათან იძულებული ხდება თავის რჩენის ამ ერთადერთ საშუალებაზეც უარი თქვას", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

‘’მემარჯვენეების" შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების"  ადგილობრივი წარმომადგენელიც ესწრება. როგორც ცნობილია, ეს ორგანიზაცია პოლიტიკური პარტიების  წინასაარჩევნო შეხვედრების მონიტორინგს ახორციელებს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დიაგნოზი - აუტიზმი საშიში არ არის, საშიშია ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების იგნორირება!1
ბუნებრივი აირის გაჟონვით, ბებია და შვილიშვილი გარდაიცვალა2
ხატია ქვათაძე: მაესტროზე არ შეიცვლება არაფერი3
საბურთალოს რამოდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდა4
ვასილ ჭყოიძეს დღეს დაკრძალავენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X