GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში დაკავებული საკუთარი აქტივისტები პარტიის რიგებიდან გარიცხა
19:28 07.06.2012
დღის სიახლეები

„კოალიცია „ქართული ოცნების“  გარდაუვალი გამარჯვების მოახლოებამ ხელისუფლება აგონიაში ჩააგდო“, -აღნიშნულ განცხადებას ბიძინა ივანიშვილი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

„ნაცვლად იმისა, რომ მან  ქართული საზოგადოებისა და უცხოური თანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულება  - სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს, ის უფრო მეტი გააფთრებით განაგრძობს უკანონო მოქმედებას. ზეწოლა და მუქარა  მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. ხელისუფლების მიზანია, დაშინებით მოახდინოს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ხელოვნური ზემოქმედება, რასაც იგი მაინც ვერ მიაღწევს.

ჩვენ პროტესტს გამოვთქვამთ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“  ყოფილი წევრების ქ. ქუთაისში დაკავების ფაქტზე. მივიჩნევთ და ამას ისინი საჯარო განცხადებით თავადაც ადასტურებენ, რომ მათ მიერ ადგილი ჰქონდა პარტიის წესდების მოთხოვნების უხეშ დარღვევას, მაგრამ  არა დანაშაულის ჩადენას. ამის გამო, პარტიის პოლიტიკური საბჭოს 2012 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, ეს პირები გარიცხული იქნენ პარტიის წევრობიდან. მიგვაჩნია, რომ წინასწარი გამოძიების წარმოებისას არ იყო აუცილებლი ახალგაზრდების მიმართ გამოყენებულიყო ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება, მაშინ, როდესაც არათუ გაუაზრებელი დაპირებისათვის, არამედ გააზრებული და დამთავრებული მოქმედებისათვის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის, დეპუტატები მხილებულნი არიან ამომრჩევლის მრავალგზის მოსყიდვაში. ხელისუფლების წარმომადგენლების მოქმედებაზე  შესაბამისი ორგანოების მიერ არანაირი  რეაგირება არ მომხდარა.

ჩვენ ვემიჯნებით ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ხელოვნური ზემოქმედების ნებისმიერ გამოვლინებას. მოვითხოვთ, ახალგაზრდებზე ყოველგვარი ზეწოლის შეწყვეტის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველს მიეცეს მათი დაუყოვნებლივი   მონახულების შესაძლებლობა. აგრეთვე მოვითხოვთ ამღკვეთი ღონისძიების უფრო მსუბუქი სახით შეცვლას და ობიექტურ გამოძიებას“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  პოლიციამ დღეს  კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე  მიხეილ ამაშუკელი, გაგა ამბროლაძე და მიხეილ მესხი დააკავა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პუტინის ნდობით აღჭურვილმა პირმა დაადასტურა, რომ რუსეთში რევოლუცია მწიფდება1
მეცნიერები ლაბინკირის ტბის „მონსტრის“ პოვნას გეგმავენ2
აკაკი ბობოხიძე: დრო დაგვანახებს გოზალიშვილის დღევანდელი ნაბიჯი რამ განაპირობა3
დინამოს სტადიონზე ბერა ივანიშვილის კონცერტი გაიმართება4
ბიძინა ივანიშვილი მინისტრობის კანდიდატებს ხვალ წარადგენს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X