GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დუმის ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატების ჩამორთმევას უპირებენ
16:41 09.06.2012
დღის სიახლეები

რუს დეპუტატებს, რომლებიც ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ „მილიონების მარშში“ იღებდნენ მონაწილეობას, მანდატების ჩამორთმევით ემუქრებიან.

დუმის ეთიკის კომისიამ განაცხადა, რომ მაღალ სადეპუტატო სტანდარტებს გადააჭარბეს ილია პონომარიოვმა და მამა-შვილმა გუდკოვებმა.
შერისხულებისგან წერილობთ ახსნა-განმარტებას მოითხოვენ მათი „ქუჩის მოღვაწეობის“ შესახებ, რაც რუსეთის პარლამენტის წევრთა უმრავლესობის აზრით „რუსეთის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის“. ედინოროსელმა დეპუტატმა, ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ პეტხინმა აღშფოთებით გაიხსენა ბალოტნაია: „ადამიანები დაშავდნენ, შენ კი განზე ხარ“.

როგორც გაირკვა, ოპოზიციონერებზე „დანოსი“ დუმის ვიცე-სპიკერმა „ედინაია როსიადან“ სერგეი ჟელეზნიაკმა დაწერა. მას არ მოეწონა ოპოზიციონერი დეპუტატების „მილიონების მარშზე“ გამოჩენა და ამ ფაქტს „ცინიზმი“ უწოდა. ის თვლის, რომ პონომარიოვი და გუდკოვები „ექსპლუატაციას“ უწევენ თავის სადეპუტატო უფლებამოსილებას.

თუმცა საკითხის განხილვისას კომისია ორად გაიყო - ოპოზიციურ მსვლელობებში მონაწილეობის გამო სადეპუტატო მანდატების ჩამორთმევასთან დაკავშირებით წამოყენებულ წინადადებას, 6 ადამიანმა მხარი დაუჭირა, 6 კი - არა. ამიტომ საკითხის განხილვას კომისია კიდევ ერთხელ მიუბრუნდება.

თავად ვიცე-სპიკერმა ამის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა და განაცხადა, რომ თუ „არეულობების ორგანიზებაში“ ამ დეპუტატების მონაწილეობა დადასტურდება, მათი ადგილი პარლამენტში აღარ იქნება.

„თუ ისინი მონაწილეობენ მიტინგებში, მოუწოდებენ ხალხს პროტესტისკენ, რომელიც წესრიგის დარღვევას იწვევს, მაშინ პასუხი აგონ, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა და არ დაიმალონ სადეპუტატო ხელშეუხებლობის მიღმა. თორემ ადამიანები დაშავდნენ, ის კი განზეა“ - აღნიშნა პეტხინმა.
internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის განახლების კონცეფციაზე მუშაობს1
ლევან ვარშალომიძის შემცვლელად არჩილ ხაბაძის კანდიდატურა განიხილება2
სასჯელაღსრულების სამინისტრო: პენიტენციურ სისტემაში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია3
ბიძინა ივანიშვილი ჯონ მაკკეინს ხვდება4
ბიძინა ივანიშვილი ონელებთან შეხვედრამდე დავით საგანელიძის სახლში ისვენებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X